სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დანგრეულ სკოლებზე მინისტრმა ისაუბრა: „მალე 20-მდე სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები შევლენ განახლებულ ინფრასტრუქტურაში“...
14-02-2026
-
+


„სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს განათლებისთვის გამოყოფილი თანხები შემცირდა... ნაერთი ბიუჯეტი 3 მილიარდ 300 მილიონი ლარია ,რომელიც ორიენტირებულია განათლების მეცნიერების ახალგაზრდობის მხარდაჭერაზე“, - აღნიშნული განმარტება განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სატელევიზიო დებატებში გააკეთა, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტირებების განსაზღვრასა და გარკვეულ პროგრამებზე ვაკანტური ადგილების შემცირებას ეხებოდა.

მიქანაძის თქმით, უახლოეს კვირებში 20 მდე სკოლის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები დასრულდება, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა ამ ჩამონათვალში ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელებიც წლებია დანგრეულია და მოსწავლეებიც, პედაგოგებიც, მშობლებიც არაერთი თვეა პროექტების დასრულებას მოითხოვენ.

„სკოლების საკითხს რომ შევეხოთ, პროცესები მიმდინარეა... მხოლოდ ამ სასწავლო წლის დასაწყისისთვის 60-მდე სკოლა (ინფრასტრუქტურა) გავხსენით, უახლოეს კვირებში 20-მდე სკოლა მთავრდება და ექნებათ საშუალება მოსწავლე-მასწავლებლებს, შევიდნენ განახლებულ ინფრასტრუქტურაში, 100 ზე მეტი პროექტი კი მიმდინარეა და ასევე, გაზაფხულიდან გამოცხადდება შესაბამისი ტენდერები“, - განაცხადა განათლების მინისტრმა. 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ ენების ევროპულ დღეს

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება