სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდა
06-07-2018
-
+


ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მარინე გოლავა პროექტში - „თავისუფალი გაკვეთილები“ მონაწილეობდა. 

თავისუფალ გაკვეთილებს 20 საათი დაეთმო, გაწერილი იყო სასწავლო აქტივობები, რომელიც გადანაწილდა სხვადასხვა კატეგორიებში: მეცნიერება, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება და სპორტი. 

ხელოვნებას (კინო, თეატრი, მუსიკა, ლიტერატურა, მხატვრობა) 5 საათი დაეთმო. ისტორია, გეოგრაფიასა და სპორტს 6 საათი. მეცნიერებას კი - 4 საათი. კატეგორია „სხვადასხვა“ ყველა სხვა კატეგორიების ერთობლიობას წარმოადგენდა და მას 2 საათი დაეთმო. მოსწავლეებზე ინდივიდუალურ მუშაობას და ინტერნეტ საიტებზე მასალების მოპოვებას და რედაქტირებას კი 1 საათი. 

მარინე გოლავა აღნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში აღნიშნული გაკვეთილები საქმიან ვითრებაში, სახალისო და აზარტულ პირობებში წარიმართა. გამოჩნდა მოსწავლეთა როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები. მოსწავლეები ეძებდნენ და ახარისხებდნენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს და პროექტის ხელმძღვანელთან ერთად მონაწილეობდნენ ინფორმაციების დელეგირებაზე.  სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშებში - „რა? სად? როდის“  და „დარბაზის პირისპირ“ ჩაერთნენ. სატელევიზიო შოუების სასკოლო ვერსია სასწავლო-შემეცნებით ხასიათს ატარებდა. პედაგოგის თქმით,  მოსწავლეები, რომლებიც სტანდარტულ გაკვეთილებზე დიდად არ გამოირჩეოდნენ, ინტელექტუალურ თამაშებში ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. სულ ჩატარდა 20 გაკვეთილი: 

გთავაზობთ ხელოვნების კატეგორიაში ჩატარებულ გაკვეთილებს. 

კატეგორიაში პოეზია მოსწავლეთა გუნდმა სკოლის ინტელექტუალთა წინააღმდეგ ითამაშა. სასწავლო აქტივობის თემა იყო - „რად უწოდებენ საქართველოს მგოსანთა მხარეს“.

მარინე გოლავას თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო გარკვევა, თუ რამდენად იცნობენ მოსწავლეები ქართულ პოეზიას. თემატიკა შერჩეული იყო ქართველ პოეტთა შემოქმედების მიხედვით. 

„მოსწავლეებს შევთავაზეთ ნაწყვეტები ქართული ლექსებიდან, დავალებული ჰქონდათ ციტატების დასრულება. თამაში თანაბარ პირობებში წარიმართა თუმცა მოთამაშეებმა უკანასკნელ კითხვაზე „ვინ იგულისხმება გალაქტიონის ლექსიდან მოყვანილ ნაწყვეტში (არასდროს ბედი არ ყოფილა ასე ცბიერი, როს ეშაფოტზე აიყვანეს...) რობესპიერი ვერ ამოიცნეს. მარცხის მიუხედავად თამაში აზარტული და სახალისო იყო“,-აღნიშნავს მარინე გოლავა.

შემდეგი გაკვეთილის თემა იყო„პოეზია უპირველეს ყოვლისა“.  მეშვიდე კლასის მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ ქართველი და უცხოელი ავტორების პოეტური შედევრების მოძიება. მოსწავლებს სკოლის ინტელექტუალებმა ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი ქართული ნაწარმოებები შესთვაზეს, რასაც მოსწავლეებმა დამაჯერებლად გაართვეს თავი. 

გაკვეთილის მიზანი იყო პოეზიის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ესთეტიკური გრძნობების გაძლიერება.   

კატეგორიაში კინო - მოსწავლეება 10 ქართული ფილმიდან კადრები ნახეს და დარბაზის პირისპირ ინტელექტუალური შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მარინე გოლავას თქმით, გაკვეთილი შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარებოდა. ინტელექტუალებმა ასევე „ზარი ახლობელთან“ და „დარბაზის დახმარება“გამოიყენეს. 

სასწავლო აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული კინოს პოპულარიზაცია. გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლე. 

„სინემა“  წინა გაკვეთილებთან შედარებით უფრო მოცულობითი იყო. გაკვეთილზე წარმოადგენილი იყო მასალები ხელოვნებიდან, კინოდან და თეატრიდან. მოსწავლეებს ევალებოდათ შეთვაზებული კადრებიდან კინოსა და თეატრის ცნობილი სახეების დასახელება. დასმული კითხვები იყო საინფორმაციო, ლოგიკური და შემეცნებითი.

გაკვეთილის მიზანს ინტელექტუალური კოეფიციენტის განსაზღვრა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობის წარმოჩენა წარმოადგენდა. 

გაკვეთილზე -„მე და ჩემი სიმღერა“ მოსწავლეებს პედაგოგმა 10 ქართული და 10 უცხოური ფილმის გაცნობა დაავალა. სკოლის აღსაზრდელებს უნდა ამოეცნოთ ფილმის ეპიზოდი, დაესახელებინათ რეჟისორი, მსახიობი, კომპოზიტორი და მუსიკის ტექსტის ავტორი. სასწავლო აქტივობის მთავარი მიზანი იყო კინომუსიკის მელოდიის ამოცნობა, უცნობი შემსრულებლის და მომღერლის დასახელება. 

გაკვეთილზე „ხელოვნებაა თავად უკვდავება“ მოსწავლეები ინტერნეტით მოძიებული კინოფილმებიდან  ახალ ინფორმაციას გაეცნენ. განივითარეს მხედველობითი და სმენითი მეხსიერება და პოპულარიზაცია გაუწიეს მუსიკას, კინოს და ზოგადად ხელოვნებას.

სასწავლო აქტივობაზე - „მუსიკის ჰანგები“ კი მერვეკლასელმა მუსიკის მოყვარულმა  განსწავლულობა და აქტიური მუსიკალური მეხსიერება გამოავლინეს. 

„პირველივე ტურში იყო საგულისხმო პასუხები ლოგიკური აზროვნების ელემენტებით. თამაში ძირითადად პერსონალიებზე და ლიდერებზე იყო ორიენტირებული“, - აღნიშნავს სკოლის პედაგოგი. 

მხატვრობას, კერძოდ მარინისტების შემოქმედებას მიეძღვნა სასწავლო აქტივობა - „ზღვა რვა ბალი“.

მარინე გოლავას თქმით, მოსწავლეებმა აქცენტი აივაზოვსკის სურათებზე გააკეთეს და ხელოვნების ამ დარგში საკუთარი განსწავლულობა გამოავლინეს. გაკვეთილის მიზანი იყო წარმოსახვითი მეხსიერების განვითარება. 

მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში - „სამყარო მშვენიერია“ დარბაზს აზარტულობითა და მიზანდასახულობით დაამახსოვრა თავი.

„თამაში დაძაბულად წარიმართა. მოთამაშეებმა ისაუბრეს ქართველ და მსოფლიო კინო ხელოვანებზე, გამოჩენილ მხატვრებზე“,-აღნიშნავს სკოლის პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება