სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

სად არის ყველაზე გრძელი სასწავლო წელი? - ქვეყნები, სადაც მოსწავლეები ყველაზე ნაკლებს ისვენებენ
10-01-2026
-
+


მაშინ, როცა ბევრ ქვეყანაში მოსწავლეები წელიწადის მნიშვნელოვან ნაწილს არდადეგებზე ატარებენ, სხვა სახელმწიფოებში სასწავლო პროცესი თითქმის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

მართალია, სასკოლო არდადეგები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მათი ხანგრძლივობა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება და ხშირად დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ტრადიციებზე, რელიგიურ, სახელმწიფო ან კულტურულ დღესასწაულებზე.

საინტერესოა, რომ საქართველოში სასწავლო წლის მანძილზე დაახლოებით 170-175 სასწავლო დღეა. პირველი და მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის ხანგრძლივობა უფრო ნაკლებია. მოსწავლეები 2025-2026 სასწავლო წელს, ტრადიციულად, 15 სექტემბრიდან 15 ივნისამდე ისწავლიან. პირველკლასელები სასწავლო წელს 27 მაისს დაამთავრებენ, მე-12 კლასელები კი 20 მაისს. იხილეთ 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი

რომელ ქვეყნებშია ყველაზე ხანმოკლე არდადეგები?

მოკლე არდადეგები, ხანგრძლივი სასწავლო წელი და მაღალი აკადემიური დატვირთვა ძირითადად დამახასიათებელია აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის. 

მსოფლიოში ყველაზე მოკლე სასკოლო არდადეგები სამხრეთ კორეელ და იაპონელ მოსწავლეებს აქვთ. 

სამხრეთ კორეაში სასწავლო წელი 220-230 დღე გრძელდება. მოსწავლეებს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სასწავლო წელი აქვთ მსოფლიოში. ქვეყამაში ზაფხულის და ზამთრის არდადეგები მსგავსი ხანგრძლივობისაა და თითოეული დაახლოებით ერთი თვე გრძელდება. ასევე არსებობს გაზაფხულის არდადეგები, რომელთა ხანგრძლივობა დაახლოებით ორი კვირას შეადგენს. ასევე წლის განმავლობაში რამდენიმე სახალხო დღესასწაულია.

იაპონიაში სასწავლო წელი დაახლოებით -  210 -220 დღეს შეადგენს. მოსწავლეებს ზაფხულში აქვთ დაახლოებით 40-დღიანი არდადეგები, ასევე ზამთრის და გაზაფხულის - 10-15-დღიანი დასვენება. სისტემა აგებულია, ისე რომ მოსწავლეები არ მოწყდნენ სასწავლო პროცესს მთელი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ აქ სასწავლო წელი აპრილში იწყება და მარტში მთავრდება.

ჩინეთში სასწავლო წელი დაახლოებით 200 დღისგან შედგება. ჩვეულებრივ სასწავლო წელი სექტემბრიდან ივლისამდე გრძელდება. ზაფხულის არდადეგების ხანგრძლივობა - 7-8 კვირას შეადგენს. მოსწავლეებს ასევე აქვთ ზამთრის არდადეგები, რომელიც ჩინურ ახალ წელს ემთხვევა და 4-5 კვირა გრძელდება. მოსწავლეები ასევე ისვენებენ სახელმწიფო დღესასწაულებზე.

სასწავლო წლის ხანგრძლივობით ლიდერებშია გერმანია. აქ სასწავლო წელი დაახლოებით 190 დღეს შეადგენს. ზაფხულის არდადეგები 6 კვირა გრძელდება, ასევე არსებობს რამდენიმე მოკლე დასვენება წლის მანძილზე. თუმცა, არდადეგები თანაბრად ნაწილდება ქვეყნის მასშტაბით, თითოეულ ფედერალურ მიწაზე, თავიდან რომ აიცილონ ტრანსპორტის გადატვირთვა. 

საფრანგეთში სასწავლო წელი დაახლოებით 185 – 190 დღე გრძელდება. მოსწავლეებს აქვს ზაფხულის არდადეგები, რომელიც 8 კვირა გრძელდება, ასევე, ხანმოკლე საშემოდგომო, ზამთრის და საგაზაფხულო არდადეგები. საფრანგეთში სამი საგანმანათლებლო ზონა არსებობს, რომლებშიც განათლების სამინისტრო არდადეგების თარიღებს განსაზღვრავს. ფრანგ მოსწავლეებს სასწავლო წლის განმავლობაში ბევრი წყვეტა აქვთ, მაგრამ ხანმოკლე. 

დიდ ბრიტანეთში სასწავლო წელი 185 დღე გრძელდება. ზაფხულის არდადეგები 6-კვირიანია, ამას ემატება საშობა და სააღდგომო უქმეები. 

აშშ-სა და კანადაში სასწავლო წლის ხანგრძლივობა ერთნაირია - 180 დღე. ზაფხულის არდადეგები 10-12 კვირა გრძელდება, ხოლო ზამთრის და გაზაფხულის არდადეგები - 1-2 კვირა. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოდელია.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

გადაამოწმეთ, რომელ სკოლაში შეგიძლიათ ბავშვის მიყვანა და არის თუ არა თავისუფალი ადგილები

სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

„მასწავლებლის გამოცდებზე 30 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, აქედან 15 ათასი მოქმედი პედაგოგია...“

საგრანტო კონკურსი ჩატარდება - ვის მიეცემა გამოცდაზე გასვლის უფლება და როგორ შეეხება ცვლილება კერძო უმაღლესებს

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს ხელოვნებისა და ლიტერატურის განუყოფელი კავშირი
 
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების წახალისება
 

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება