სიახლეები
ყველაზე პოპულარული


სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 
05-01-2026
-
+


კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 6 იანვარს დაიწყება, ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

NAEC-ის ცნობით, 2026 წლის მარტში აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ კემბრიჯის შემდეგი სასერტიფიკაციო გამოცდების მხოლოდ ფურცლის ვერსიები: KET FS (A2Key for Schools), PET (B1 Preliminary), FCE (B2 First) და CAE (C1 Advanced).
 
კემბრიჯის გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისათვის სტანდარტული რეგისტრაცია 6 იანვრიდან 19 იანვრის 24:00 საათამდე გაგრძელდება. მათთვის, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, გვიანი რეგისტრაცია 20 იანვარს დაიწყება და 21 იანვრის 17:00 საათამდე გასტანს. გვიანი რეგისტრაციის საფასური დამატებით 120 ლარს შეადგენს.
 
2026 წლის მარტის გამოცდებზე აპლიკანტები ონლაინ რეგისტრირდებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე კემბრიჯის მენიუში განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ:
  • გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოტო;
  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (აიდი ბარათი ან პასპორტი) ფოტო;
NAEC-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი) მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. არსებული ფორმის ყველა ველი, გარდა კანდიდატის ნომრისა, უნდა იყოს შევსებული, თანდართული უნდა ჰქონდეს 3X4-ზე ზომის 2 ფოტო, რომელზეც ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი სკოლის/მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელს ან დირექტორს.
 
იმისათვის, რომ აპლიკანტი დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, მან უნდა მიიღოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინება. სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირაში აპლიკანტი რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს გამოცდის განრიგს.
 
 
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
 
Paper-based KET FS (A2Key for Schools) – 7 მარტი
Paper-based PET (B1 Preliminary)- 7 მარტი
Paper-based FCE (B2 First) – 13 მარტი
Paper-based CAE (C1 Advanced) – 14 მარტი
 
კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების გამოცდა გაუქმდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას აკრიტიკებს სახალხო დამცველი და შენიშვნები აქვს სპეცმასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამაზე

ეროვნულებზე რეგისტრაცია 6 აპრილიდან დაიწყება - NAEC

პიროვნება
სკოლები

გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა კვლევითი, კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარების განვითარებას

 

 

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება