სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის კარიერული წინსვლის ახალი სქემა დამტკიცდა - პედაგოგებს ვალდებულებების შესრულება სკოლისა და მუნიციპალიტეტის დონეზე მოუწევთ 
01-01-2026
-
+


საქართველოს მთავრობის დქადგენილებით 31 დეკემბერს დამტკიცდა და გამოქვეყნდა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა.

დოკუმენტის მიხედვით მასწავლებლის სტატუსის სახეებია: ა)  უფროსი მასწავლებელი; ბ)  წამყვანი მასწავლებელი; გ)  მენტორი მასწავლებელი.

ყველა  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აამოქმედოს სკოლის ბაზაზე მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების შეფასებისა და პროფესიული განვითარების დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც  მოიცავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის შეფასების, მისი პროფესიული საჭიროებების დადგენისა და საჭიროებების შესაბამისი პროფესიული განვითარების მექანიზმებს.

მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა მოიცავს სამ მიმართულებას:

ა) სწავლა-სწავლება;

ბ) მართვა/ადმინისტრირება;

გ) საგანმანათლებლო კვლევა.

თითოეული მიმართულება მოიცავს ორ დონეს: ა) სკოლის დონე; ბ) მუნიციპალიტეტის დონე.

თითოეულ მიმართულებაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა ფასდება შესაბამის დონეზე შექმნილი კომისიის მიერ.

სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულება

1. სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს:

ა) იმ წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალურ მასწავლებელს,  რომელსაც არჩეულ მიმართულებაში მოპოვებული აქვს შესაბამისი ფუნქციის შესრულების უფლება;

ბ) იმ მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც არჩეულ მიმართულებაში მხოლოდ სკოლის დონეზე აქვს მოპოვებული შესაბამისი ფუნქციის  შესრულების უფლება.

სკოლის დონეზე კარიერული წინსვლის სურვილის შემთხვევაში ფუნქციის შესრულების უფლება აქვს:

ა) უფროს მასწავლებელს/უფროს სპეციალურ მასწავლებელს;

ბ) წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კარიერული წინსვლისთვის არჩეულ მიმართულებაში არ აქვს მოპოვებული სკოლის დონეზე ფუნქციის განხორციელების უფლება;

გ) მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს,  რომელსაც კარიერული წინსვლისთვის არჩეულ მიმართულებაში არ აქვს მოპოვებული სკოლის დონეზე ფუნქციის განხორციელების უფლება.

მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციის შესრულება

1. მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც არჩეულ მიმართულებაში  მოპოვებული აქვს შესაბამისი ფუნქციის შესრულების უფლება მუნიციპალიტეტის დონეზე.

მუნიციპალიტეტის დონეზე კარიერული წინსვლის სურვილის შემთხევაში ფუნქციის შესრულების უფლება აქვს:

ა) წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კარიერული წინსვლისთვის არჩეულ მიმართულებაში მოპოვებული აქვს მხოლოდ სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლება;

ბ) მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კარიერული წინსვლისთვის არჩეულ მიმართულებაში მოპოვებული აქვს მხოლოდ სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლება;

კარიერული წინსვლის მიმართულებისა და დონის არჩევა:

1. წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალურ მასწავლებელსა და მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს ვალდებულება აქვს ფუნქცია შეასრულოს მხოლოდ ერთ დონეზე, მხოლოდ ერთი მიმართულებით.

2. ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვების მსურველ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს კარიერული წინსვლისთვის ფუნქცია შეასრულოს მხოლოდ ერთ დონეზე, მხოლოდ ერთი მიმართულებით.

3. თუ მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი იცვლის კარიერული წინსვლის მიმართულებას, სხვა მიმართულებით კარიერულ წინსვლას იწყებს მისთვის სქემით განსაზღვრული საწყისი  დონიდან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ იწვევს მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის მინიჭებული სტატუსის ცვლილებას.

5. თუ პირი ერთდროულად  დასაქმებულია როგორც სპეციალური მასწავლებლის, ასევე საგნის მასწავლებლის პოზიციაზე, ფუნქციის შესრულებისთვის/ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებისთვის, მან უნდა შეარჩიოს ერთ-ერთი  პოზიცია.

6. თუ მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი დასაქმებულია  ორ ან მეტ სკოლაში, სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულებისთვის/ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებისთვის, მან უნდა შეარჩიოს ერთ-ერთი  სკოლა.

7. თუ მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი დასაქმებულია ორ ან მეტ სკოლაში, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს, მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციის შესრულებისთვის/ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებისთვის, მან უნდა შეარჩიოს კონკრეტული საგანმანათლებლო რესურსცენტრი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება