სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადაში წარმატებებს მიაღწიეს
04-07-2018
-
+


წმინდა ილარიონ ქართველის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ქართული ენის ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდა. 

პირველი ტური მაისის თვეში გაიმართა. 

ღონისძიებაში 275 მოსწავლე მონაწილეობდა, საიდანაც ფინალურ ეტაპზე 190 მოსწავლე გადავიდა. 

ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლე დიპლომებით დაჯილდოვდა, ხოლო გამარჯვებულებს კი წიგნები გადაეცათ. 

მოსწავლეებისთვის საჩუქრების გადაცემაზე, წმინდა ილარიონ ქართველის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასთან ერთად იზრუნა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ. 

კონკურსში იელის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სხვადასხვა საპრიზო ადგილი მოიპოვეს. 

კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: საბა სამსიანი I ადგილი, IV კლასი, ალექსანდრა ფანგანი III ადგილი, IV კლასი, მარიამ სამსიანი I ადგილი, VI კლასი, ქრისტინა ფანგანი I ადგილი, VII კლასი, მარიამ ხვიბლიანი და გიორგი კორძაია (ფინალის მონაწილეები). 

აღსანიშნავია, რომ იელის სკოლაში 12 მოსწავლე სწავლობს.

ქართულის ტურისთვის IV-VI კლასი მოამზადა დაწყებითი კლასის პედაგოგმა ნინო ჭიჭინაძემ, V-VII-VIII კლასები კი ქართული ენის პედაგოგმა ნინო ბეგაშვილმა. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება