| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროექტებით სწავლება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თანამედროვე მეთოდია შესაბამისად ქუთაისის ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში ამ საგანმანათლეებლო მიდგომას ხშირად მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, X კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია“ პრეზენტაცია.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა მშობლიური მხარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევა და მათი პოპულარიზაცია, ტურისტული ინდუსტრიის მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით.
პროექტში ჩართული იყო კლასის ყველა მოსწავლე. საგნის მასწავლებელმა, ვერა ლომიძემ შეაჯამა მოსწავლეთა ნამუშევრები, მუშაობის დროს გავლილი ეტაპები.
სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე ესაუბრა მოსწავლეებს ხელოვნების ენის შესახებ, შეაფასა წარმოდგენილი პროექტები და წარმატებები უსურვა მომავალ პროექტებზე მუშაობაში.
„ქალბატონი ვერა ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიებისა და პროექტის სულისჩამდგმელია სკოლაში. მისი დამსახურებაა სკოლის მოსწავლეთა მზარდი ინტერესი ამ საგნის მიმართ. მრავალ მოსწავლეში გააღვიძა ფაქიზი სული და წლები მეტ მოტივაციასა და სიყვარულს სძენს პედაგოგს საგნის კეთილსინდისიერად მსახურებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომები და საინტერესო ინიციატივები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან
„ქრისტე ამბობდა - ნუ იქნებით მოჩვენებითი მმარხველი, ნუ იქნებით მოჩვენებითი მლოცველიო...“
გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა კვლევითი, კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარების განვითარებას
„ქრისტე ამბობდა - ნუ იქნებით მოჩვენებითი მმარხველი, ნუ იქნებით მოჩვენებითი მლოცველიო...“
არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე.