სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ
04-07-2018
-
+


გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის ღონისძიებებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის ორი მოსწავლე პროექტში - „ტოპ 7“ ჩაერთო. სკოლის აღსაზრდელებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 ღირსშესანიშნავი ადგილი ტექსტურად აღწერეს და ფოტო რეპორტაჟი მომზადეს. ერთ-ერთმა მოსწავლემ კონკურსში პირველი ადგილიც დაიკავა.

X და XI კლასის მოსწავლეები 9 მაისისადმი მიძღნილ სარაიონო ღონისძიებაში - „მათი სახელი უკვდავია“ მონაწილეობდნენ. მოსწავლეება ასევე იაქტიურეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიძღვნილ ღონისძიებაში. 

მოსწავლეები და მასწავლებლები ხალისით ჩაერთვნენ გურჯაანის რაიონალურ ბიბლოთეკაში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ გამოფენაში- „ილია ევროპელი“. სკოლის აღსაზრდელები დისკუსიაში მონაწილეობდნენ. 

მოზარდებმა საკუთარი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებისა და საკათედრო ტაძრის ერთობლივ ღონისძიებებში - „8 მარტი“ და „საქართველოს დამუკიდებლობა“.

სკოლის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“. თამაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. 

მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს, სასკოლო აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებშიც - “ყოჩაღების მარათონი„  “ჩვენი დედაენა„  “ჩვენ პატარა ინტელექტუალები ვართ„  “ფერთა სიმფონია„   “ქართველი ქალები ნატოს ეგიდით„ და ა.შ. 

სკოლის მოსწავლეები წარმატებულები არიან სპორტშიც. ქეთი მოდებაძე 60 მეტრზე რბენაში რეგიონალური ტურნირის გამარჯვებული გახდა და აგრძელებს ასპარეზობას ანაკლიაში საქართველოს პირველობაზე. მარიამ ფირალიშვილმა კი გოგონათა შორის ჭადრაკში რეგიონალურ ტურნირზე იასპარეზა. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება