სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა ნათია მეკოკიშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
03-07-2018
-
+


საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლისთვის, ნათია მეკოკიშვილისთვის მიმდინარე სასწავლო წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო. 

მან თავისი პროფესიონალიზმითა და შრომისმოყვარეობით წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. 

სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა ნათიას კარიერული წინსვლის სიხარული გაიზიარა და მას გულთბილად მიულოცა.

სკოლის დირექციის ცნობით, ნათიასთვის დამახასიათებელია ბევრი კარგი პიროვნული თვისება, მაგრამ გამოსარჩევია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა დაკისრებული მოვალეობების მიმართ. იგი VI კლასის ხელმძღვანელია და ამ ასპარეზზეც გამორჩეულად წარმატებულია. მას მოსწავლეებთან და მშობლებთან არაჩვეულებრივად გულისხმიერი ურთიერთობები აქვს.  სააღმზრდელო ღონისძიებების დაგეგმვასა და წარმართვაში, მოსწავლეების ინტელექტუალურ განვითარებაში დაუზარელია.

ნათია მეკოკიშვილი დიდ შრომას ეწევა. მისი დამსახურებაცაა, რომ ბევრი პედაგოგი თავის პედაგოგიურ საქმიანობას ღირსეულად ეწევა და ემზადებიან მასწავლებლის სტატუსი აიმაღლონ.

სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ნათია მასწავლებელს წარმატებას ულოცავენ  და მომავალშიც კარიერულ წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება