სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით საღოლაშენის საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა
03-07-2018
-
+


საღოლაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლის პარალელურად ჯანსაღი ცხოვრების წესსაც იცავენ. მოსწავლეები წარმატებას სპორტულ შეჯიბრებებშიც აღწევენ. 

ამჯერად გაგაცნობთ საღოლაშენის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს, გოგა ბაიაძეს. მან ჭიდაობა ქარელის სპორტულ სკოლაში 11 წლის ასაკში დაიწყო. მწვრთნელი ზურაბ გიუნაშვილი გახლდათ. როგორც გოგა იხსენებს, თავიდან ვარჯიში ძალიან ეზარებოდა, მაგრამ მშობლების, განსაკუთრებით მამის დაძალებით, მაინც დადიოდა. 

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შოთა ხაბარელის ტურნირი ჩატარდა, სადაც გოგამ პირველი საპრიზო ადგილი აიღო. სწორედ ამ გამარჯვებამ შეცვალა გოგას მოტივაცია და სპორტული ცხოვრება სხვა თვალით დაანახა. 

პირველ გამარჯვებას მოჰყვა მეორე, მესამე... გოგა უფრო მაღალ საფეხურებს იპყრობდა. განსაკუთრებულ გამარჯვებას კი  წელს მიაღწია, როცა საქართველოს ჩემპიონი გახდა:

„ამ ჩემპიონობამ დიდი სიხარული მომიტანა. ვიგრძენი რომ ჩემი შრომა დაფასდა...  არაჩვეულებრივი გრძნობა იყო, როდესაც კვარცხლბეკზე ვიდექი... მაგრამ, ამით ჯერ არაფერი დამთავრებულა. მე უფრო დიდი გეგმები მაქვს და ეს ოლიმპიური ჩემპიონობაა“.

სკოლის დირექცია გოგას წარმატებას ულოცავს და ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება