სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ დაბა ბაკურიანში ლიდერთა საზაფხულო ბანაკს გთავაზობთ
02-07-2018
-
+


ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ 11–17 წლის საქართველოს და სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს დაბა ბაკურიანში 10-დღიან ინგლისურენოვან ლიდერთა საზაფხულო ბანაკს სთავაზობს. 

„ლიდერთა სკოლაში“ ტრენინგ კურსს FLEX კურსდამთავრებული სტუდენტები  წარუძღვებიან. ტრენინგების ხანგრძლივობა დღეში 3 საათით განისაზღვრება. 

მონაწილეები ყოველდღიურად დაწერენ სპეციალურად შექმნილ ტესტებს, რომელიც მათ გაცვლით პროგრამებში კონკურსებში მონაწილეობის დროს გამოადგებათ. 

ყოველ საღამოს გაიმართება საღამოს აქტივობები, რომელიც განისაზღვრება 2 საათით.(კარაოკე ფართი, მულტიკულტურული საღამო, რა? სად? როდის? მაგიდის თამაშები, ფილმის ჩვენება, მარშმელოს შეწვა კოცონზე).

მონაწილეებს ინგლისურ ენაზე ჩაუტარდებათ შემდეგი თემატიკის ტრენინგები; 1. ლიდერობა 2. ეფექტური კომუნიკაცია 3. პროექტის წერა და მართვა 4. მოხალისეობა 5. CV და სამოტივაციო წერილების წერა, 6. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები. 7. კრეატიული აზროვნება 8. ჯანსაღი ცხოვრების წესი.

თითოეული ტრენინგის საშუალებით მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას.

ტრენინგი იქნება მაქსიმალურად ინტერაქტიული. პროგრამა შედგება 30% თეორიული მასალისგან, პრაქტიკული სავარჯიშო 50%, სიტუაციური დავალებები 20%. 

მოეწყობა ლაშქრობები დაბა ბაკურიანის მიდამოებში. მონაწილეები ისარგებლებენ საცურაო აუზით.

საზაფხულო ბანაკი გაიმართება დაბა ბაკურიანში, კომფორტულ და უსაფრთხო სასტუმროში, რომელიც მდებარეობს დიდველთან ახლოს. თითოეულ ოთახს აქვს სველი წერტილი. ოთახში განთავსდება 4 - 5 ბავშვი. იქნება სამჯერადი ჯანსაღი კვება. შვედური მაგიდა.

საზაფხულო ბანაკში არის სპეციალურად შემუშავებული შინაგანაწესი, რომელის ფარგლებში დაცული იქნება მონაწილეთა უსაფრთხოება. 

მგზავრობა - თბილისი-ბაკურიანი-თბილისი, ბანაკის თერიღი 4-13 ივლისი. 

მონაწილეობა შეუძლია 11–17 წლის საქართველოს და სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. სრული მომსახურეობის საფასურია 550 ლარი.

რეგისტრაციისათვის მიმართეთ ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ადმინისტრაციას ან ეწვიეთ სკოლის ვებგვერდს www.schoolprogress.ge 

საკონტაქტო ინფორმაცია : ქ. ქუთაისი , დ.აღმაშენებლის #20 ქ,თბილისი, ბუდაპეშტის #1 ქ, ბათუმი აბუსერიძის #11 ტელ: (+995 431) 25 25 09; 599 90 80 41; ელ-ფოსტა : gaschoolprogressinfo@gmail.com www.schoolprogress.ge FB: Georgian-American International School ‘PROGRESS’

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება