სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მარიამ ჯაში მომხრეა, რომ სახელოვნებო და სპორტული კომპონენტი განათლების სისტემაში გაერთიანდეს, თუმცა განხილვებს მოითხოვს
02-07-2018
-
+


„მხარს დავუჭერ ხელოვნების და სპორტის განათლების კომპონენტში გაერთიანებას, თუმცა შემოქმედებითი კავშირები, მათ შორის თეატრის, კინოს და სხვა მიმართულებით დამატებით განხილვას მოითხოვს,“-ამის შესახებ პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, შემოქმედებითი კავშირების საკითხი დამატებით განხილვას საჭიროებს:

„აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ განათლების სტრუქტურაში სახელოვნებო და სპორტული კომპონენტი უნდა გაძლიერდეს, ყველა სასწავლო დაწესებულება განათლების და მეცნიერების სამინისტროს ქოლგის ქვეშ უნდა მოექცეს, მათ შორის- თეატრალური, აკადემია, კონსერვატორია და ა.შ. თუმცა  ვფიქრობ, რომ მთლიან შერწყმასთან დაკავშირებით ჩვენ დამატებითი განხილვა გვჭირდება, რადგან, ვფიქრობ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, სპორტული ფედერაციების მართვის თვალსაზრისით  საკითხები რჩება, რომლის მართვა პირველივე ეტაპზე სრული შერწყმით  რთული იქნება. ეს არის საკითხი, რასაც დამატებით განვიხილავთ. უმრავლესობის ფორმატში დამატებით კონსულტაცია გვექნება, მათ შორის-პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან. ამ ეტაპზე აბსოლუტურად მისაღებია და მხარს დავუჭერ ხელოვნების და სპორტის განათლების კომპონენტში გაერთიანებას, თუმცა შემოქმედებითი კავშირები, მათ შორის თეატრის, კინოს და სხვა მიმართულებით დამატებით განხილვას მოითხოვს.“ - განაცხადა ჯაშმა. 

განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებითვე, „დიდი ცივილიზაციის ქვეყნებში, კულტურის სამინისტრო რჩება ცალკე“:

„დიდი ცივილიზაციის ქვეყნებში, კულტურის სამინისტრო რჩება ცალკე, ან ტურიზმთან ერთად გაერთიანებული. მე უფრო მეორე მიმართულების მხარდამჭერი ვიქნებოდი, რომ კულტურა, სპორტი და ტურიზმი დარჩეს ცალკე უწყებად, თუნდაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფორმით, მაგრამ ეს მოითხოვს დამატებით განხილვას“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების და მეცნიერების სამინისტროს უერთდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება