სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საკრებულოში, თბილისის N161 სკოლის მოსწავლეთა პროექტის ფარგლებში გამოცემული იგავ-არაკების კრებულის -„სიბრძნე სიცრუისა“, წარდგენა გაიმართა
26-11-2026
-
+


თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის - მარიამ გრიგოლიშვილის ინიციატივით, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებულის „სიბრძნე სიცრუისა“ წარდგენა გაიმართა.

კრებული სრულად ილუსტრირებული სახით, თბილისის N161 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტის ფარგლებში გამოიცა.

პროექტში მონაწილეობა სკოლის 70-მა მოსწავლემ მიიღო. შემოქმედებითი სამუშაოების დაწყებამდე მოსწავლეები კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართული ხელნაწერი წიგნის შექმნისა და მინიატიურული მხატვრობის ტრადიციებს გაეცნენ. 

მიღებული ცოდნის საფუძველზე მათ ნაწარმოების სრული ხელნაწერი შექმნეს და 128-ვე იგავი საკუთარი შემოქმედებითი ხედვით გააფორმეს.

„პროექტი განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობისაა, ვინაიდან, მიუხედავად ქართული წიგნის ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და სხვადასხვა ეპოქაში გამოჩენილი ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი ილუსტრაციებისა, სულხან-საბა ორბელიანის აღნიშნული ნაწარმოები სრულად დასურათებული სახით აქამდე არ გამოცემულა“,-განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

მისივე თქმით, გამოცემას მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღირებულებაც აქვს. კრებულში წარმოდგენილია თითოეული იგავის თანამედროვე ქართულ ენაზე ადაპტირებული ტექსტი, მორალთა საძიებელი და შესაბამისი ლექსიკონი, რაც ნაწარმოებს განსაკუთრებით ხელმისაწვდომს ხდის ახალგაზრდა თაობისთვის.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა, თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ხელმძღვანელმა ბექა ოდიშარიამ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა მიმართეს. 

გამომსვლელებმა სულხან-საბას შემოქმედებაზე, პროექტის  მნიშვნელობაზე და მის ლიტერატურულ ღირებულებაზე ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში შექმნილი უნიკალური სამტომიანი ხელნაწერის დედანი თბილისის N161 საჯარო სკოლის სამუზეუმო სივრცეში განთავსდება, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის კრებული ბეჭდური სახით გამოიცა.

როგორც თბილისის N161 საჯარო სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია ქართული ლიტერატურული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, წიგნის ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება, ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების განვითარება და მათი აქტიური ჩართულობა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მომავალ თაობებში მის გავრცელებაში.

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია როსტომ კაჭახიძე. კრებული გამოიცა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ვულოცავთ ბაღდათის N1 საჯარო სკოლას, მის გულისხმიერ დირექციას, ქართული ენისა და ლიტერატურის ამაგდარ პედაგოგს
 

პირველკლასელთა ასაკის ცვლილებაზე პარლამენტში პეტიცია მეორედ დარეგისტრირდა - რა არგუმენტები აქვთ მშობლებს და როდის განიხილება საკითხი

„აღმზრდელებისა და მასწავლებლების ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება - კანონპროექტში ეს ჩანაწერი არსებობს“

4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

გამომსვლელებმა სულხან-საბას შემოქმედებაზე, პროექტის  მნიშვნელობაზე და მის ლიტერატურულ ღირებულებაზე ისაუბრეს

მოსწავლეებმა ძალადობა დაგმეს, პედაგოგებმა კი მოსწავლეებს გენდერული თანასწორობისა და სხვათა უფლებების დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობა შეახსენეს
 

მოსწავლეებმა თავად მიიღეს მონაწილეობა ჩურჩხელის მომზადების პროცესში, დააგემოვნეს საკუთარი ხელით დამზადებული ტკბილეული და სტუმრებსაც გაუმასპინძლდნენ

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ ყველას შეახსენა, რომ მეგობრობა, სიკეთე, ურთიერთპატივისცემა და თანადგომა ის ფასეულობებია, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს და სამყაროს უფრო ლამაზსა და კეთილს ხდის

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება