| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კირიონ მეორის სახელობის სკოლა-გიმნაზიის IXბ კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის მასწავლებელ იზო ვერულიძესა და კლასის ხელმძღვანელ სოფო რომანაძესთან ერთად, ქობულეთისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ოფისში შემეცნებითი გასვლითი გაკვეთილი გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ისპანის სფაგნუმიან ჭაობთან დაკავშირებულ საგამოფენო მასალებს, მის ბუნებრივ თავისებურებებსა და ეკოლოგიურ მნიშვნელობას. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა თეონა გოგიტიძის მიერ წარმოდგენილი ამომწურავი და შინაარსობრივად დატვირთული საუბარი, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა ისპანის ჭაობის უნიკალურობა, მისი განსაკუთრებული ადგილი ბუნებრივ ეკოსისტემაში და ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის აუცილებლობა.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებმა აქტიური ინტერესი გამოავლინეს, დასვეს არაერთი საინტერესო შეკითხვა და მათზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. უშუალო კომუნიკაციამ და თემის სიღრმისეულმა განხილვამ კიდევ უფრო გაამდიდრა მათი ცოდნა და გააღრმავა ინტერესი ბუნებრივი გარემოსა და მისი დაცვის საკითხების მიმართ.
სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ, რომ შეხვედრამ მოსწავლეებში ახალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივებისადმი ინტერესი გააღვივა - რამდენიმე მათგანმა გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს 2027 წლის 2 თებერვალს, ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი საგანმანათლებლო გამოცდილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცოდნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც თეორიული სწავლება უშუალო დაკვირვებას, კვლევასა და რეალურ გარემოსთან ურთიერთობას ერწყმის.
გიმნაზია მადლობას უხდის თეონა გოგიტიძეს საინტერესო, ინფორმაციული შეხვედრისთვის, მოსწავლეთა კითხვებისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
პირველკლასელთა ასაკის ცვლილებაზე პარლამენტში პეტიცია მეორედ დარეგისტრირდა - რა არგუმენტები აქვთ მშობლებს და როდის განიხილება საკითხი
4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება