სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N143 საჯარო სკოლაში წარმატებული პედაგოგები ასწავლიან
28-06-2018
-
+


თბილისის N143 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული პედაგოგი მუშაობს. ერთ-ერთია მათემატიკის უფროსი მასწავლებელი თამარ ბუაჩიძე, რომელიც სკოლაში 2011 წლიდან ასწავლის.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამარ ბუაჩიძე საოცრად შრომისმოყვარე, თავისი საქმის ერთგული და უმაღლესი კლასის პროფესიონალია.

„სკოლაში მუშაობის განმავლობაში ავლენს პროფესიისა და ბავშვებისადმი დიდ სიყვარულსა და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას. იგი ყოველთვის მუხლჩაუხრელი შრომით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წარმატებისაკენ. პირველივე წელს (2010წ.) წარმატებით ჩააბარა სასერთიფიკაციო გამოცდები. 2010 წელს გახდა საუკეთესო ელექტრო რესურსის ავტორი. 2011 წელს მასწავლებელთა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაში - „ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშების შექმნა“ მონაწილეობდა. 

2014 წელს მასწავლებელთა მეორე ეროვნულ კონფერენციაში ჩაერთო. 2016 წლიდან კი არის „ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“  ფასილიტატორი. განვლილი აქვს საგნობრივი, პროფესიული და გაზიარებული ლიდერობის აკადემიის ტრენინგები. თამარი ასევე სკოლის ფასილიტატორი და კოლეგების უანგარო დამხმარეა, მათ ეხმარება სქემით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით განხორციელებაში. ოთხი შვილის დედა ყოველთვის მოწესრიგებული და აქტიურია როგორც სასკოლო, ისე კოლეგიალურ საქმეებში. ის საუკეთესო მეგობარია. ქალბატონი თამარი ყოველთვის თვალყურს ადევნებს კოლეგების პროფესიული განვითარების პროცესს და ფასილიტაციას უწევს ამ პროცესების წარმატებით მიმდინარეობას. მისი ძლიერი მხარე კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობა და სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდების, სტრატეგიების ცოდნა და სწავლების პროცესში მათი პრაქტიკული გამოყენებაა. იგი მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება, ყოველთვის ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, მან 2017-2018 სასწავლო წელს წარმატებით გაიარა ყველა ეტაპი უფროსი მასწავლებლიდან წამყვან მასწავლებლამდე. 

აღსანიშნავია, რომ მისი ხელმძღვანელობით სკოლაში განხორციელდა ისეთი პროექტები და ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და აკადემიური მოსწრების გაზრდას. ავტორიტეტით სარგებლობს როგორც სკოლაში ისე თემში“,-აღნიშნავს სკოლის წარომადგენელი. 

სკოლა თამარ ბუაჩიძეს შემდგომ წარმატებებს უსურვებს. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება