მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლის დესტრუქციული ქცევაა გაკვეთილის ჩაშლის მცდელობა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მასწავლებლის, მანდატურისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობა - გტავაზობტ ინფორმაციას და გზებს იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს პედაგოგი, სკოლის ადმინისტრაცია ან მანდატური
თუ მოსწავლე ამა თუ იმ ფორმით ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესს, არ ითვალისწინებს მასწავლებლის შენიშვნებს, მასწავლებელი ვალდებულია მაქსიმალურად შეეცადოს მის სასწავლო პროცესში ჩართვას. თუ ვერ მოხერხდა მოსწავლის ქცევის დარეგულირება, მასწავლებელი იძახებს მანდატურს/უფლებამოსილ პირს/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს და მოსწავლეს მათი თანხლებით ატოვებინებს საგაკვეთილო პროცესს.
დაუშვებელია საგაკვეთილო პროცესიდან მოსწავლეების ჯგუფურად გაშვება.
მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ფაქტის შესახებ ინფორმაციას აწვდის მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
გაკვეთილის დასრულებამდე/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მოსვლამდე მოსწავლე უნდა იმყოფებოდეს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის მეთვალყურეობის ქვეშ.
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მასწავლებლის, მანდატურისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის სკოლაში გამოცხადებამდე მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მოსწავლე არ დატოვოს უმეთვალყურეოდ.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სკოლის შენობას დატოვებს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის სკოლაში გამოცხადებამდე, კლასის დამრიგებელი/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მოსწავლის ადგილსამყოფლის დადგენა ან/და მოსწავლესთან დაკავშირება, მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ ატყობინებს „112“-ს.
მანდატური/უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს მოსწავლის მდგომარეობის შეფასებას კითხვარის გამოყენებით.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი განათლება სამინისტროს ემატება - პრემიერის ბრძანება
„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...
„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...
„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს
სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი