სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , ინტერვიუ

„ნაკბენის ფორმით შეიძლება დადგინდეს შხამიანია თუ არა ქვეწარმავალი“ - გაიგეთ მეტი საკუთარ უსაფრთხოებაზე
25-06-2018
-
+


რამდენიმე დღეა, საზოგადოება დედაქალაქში გველების მომრავლებაზე განსაკუთრებით ალაპარაკდა. 

Etaloni.ge საკითხით დაინტერესდა და ერთერთი სადეზინფექციო კომპანიის დამფუძნებელს, მარიკა მაკარიძეს გაესაუბრა:

- თბილისში ძირითადად რომელ უბნებსა და რა გარემოში გვხვდებიან გველები?

- ქვეწარმავლები ძირითადად თბილისის შემოგარენში, ფონიჭალაში, აფრიკისა და აეროპორტის ტერიტორიაზე გვხვდებიან. ზოგადად, ზაფხულში გველი ღია მდელოზე არ გამოდის, მან შეიძლება, ბუჩქებში, მაღალ ბალახსა და ვთქვათ, დასაწყობებულ ძველ სამშენებლო მასალებში დაიბუდოს. ღია მდელოზე ქვეწარმავალი, ძირითადად გაზაფხულში გვხვდება, როდესაც პირველდათბობას იწყებს და შემოდგომაზე, როდესაც დასაბუდებელი ადგილის მოსაძებნად ემზადება. ამ შემთხვევაში, უფრო შენობაში შეიძლება შეძვრეს.

- გველის დანახვის შემთხვევაში, როგორ ავარიდოთ საფრთხეს თავი?

- ქვეწარმავალს ხალხისა და ხმაურის ეშინია. თუ ფეხს არ დავაბიჯებთ, თავად არ დაგვესხმევა თავს.

ამიტომ ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ, დანახვისას შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ერთ ადგილას გავჩერდეთ, ის თვითონ გაგვეცლება.

- კბენის შემთხვევაში, უპირველესად როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ სამედიცინო დახმარებას მივმართავთ?

- იმ შემთხვევაში, თუ გველმა ადამიანის უკბინა, საჭიროა ნაკბენის ზედაპირული დამუშავება.

თუ კიდურზეა ნაკბენი, უნდა დავამაგროთ მაგარ საგანზე და ნაკბენის ზემოთა და ქვემოთა მხარეს გადავუჭიროთ მცირე ლახტივით, რადგან სისხლმა ინტენსიურად არ იმოძრაოს და შხამი არ წავიდეს მიმოქცევაში.

ნაკბენის ფორმის მიხედვით შეიძლება დაადგინო შხამიანია თუ არა ქვეწარმავალი, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, სჯობს, მაინც მივმართოთ სამედიცინო დახმარებას.

არაშხამიანი გველის დაკბენის შემდეგ ნაკბენ ადგილზე რჩება რამდენიმე ნაკბილარი. შხამიანის შემთხვევაში - მხოლოდ ორი.

იდენტიფიკაცია გველის დანახვითაც შეიძლება, მისი თავის ფორმისა და სხეულის შეფერილობის გათვალისწინებით. მაგალითად, ოთხკუთხა, რომბისებური თავი შხამიან ქვეწარმავალს აქვს.

თბილისის მიდამოებში, ძირითადად შხამიანი არის გიურზა, რომელსაც ნაცრისფერი შეფერილობა აქვს და მუქი ფერის რომბები დაჰყვება, ზურგიდან მუცლის მხარეს შედარებით მცირდება მათი სიდიდე.

- რა საშუალებებით შეიძლება ქვეწარმავლების წინააღმდეგ ბრძოლა?

- იმ შემთხვევაში თუ, საზოგადოება გველებს შენიშნავს, აუცილებლად უნდა მიმართონ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, რომელიც ქვეწარმავლებს იჭერს.

ქვეწარმავლებთან საბრძოლველად, დერატიზაცია ეფექტური საშუალებაა, რადგან ქვეწარმავალი მღრღნელზე მოდის. გარემოში, სადაც მღრღნელები არ არიან, ქვეწარმავალის გაჩენის ნაკლები ალბათობაა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე, თბილისში 244 ქვეწარმავალი დაიჭირეს და აქედან გიურზის დაჭერის მხოლოდ ერთი ფაქტი დაფიქსირდა.

- მაისში ქვეწარმავლის მომრავლების მიზეზეით ქუთაისის N17 საბავშვო ბაღი დაიხურა. საინტერესოა, წელიწადში რამდენჯერ და რა სახის დეზინფექცია უნდა კეთდებოდეს სკოლებსა და ბაღებში?

პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოები , ანუ, როდესაც  არ არის ინფექცია, მაგრამ არის ალბათობა, რომ თავშეყრის ადგილზე იყოს ინფექციამატარებელი და ამით ჯანმრთელი პირი დაზიანდეს, უნდა ჩატარდეს თვეში ერთხელ მაინც.

თუ რაიმე ინფექციაა სკოლასა და ბაღში, მაშინ ტარდება დასკვნითი დეზინფექცია, უშუალოდ კერის დამუშავება.

სადერატიზაციო სამუშაოები, ანუ მღრღნელების გასანადგურებელი ღონისძიებები ტარდება 12 - 24  - ჯერ წელიწადში.

რაც შეეხება მავნე მწერების გასანადგურებელ სამუშაოებს, ტარაკანის პროფილაქტიკური ღონისძიება ტარდება წელიწადში 6 - ჯერ, სხვა მწერებზე - 4 - ჯერ კვარტლურად, ან ზაფხულის თვეებში, ბუზზე კი - 18 - ჯერ.

ეს სტანდარტი არა მხოლოდ ბაღებსა და სკოლებს, არამედ ნებისმიერი დაწესებულებას ეხება.

- რამდენადაა ეს მოთხოვნები დაცული სკოლებში?

მას შემდეგ, რაც სკოლები ცალკე იურიდიული ერთეულები გახდნენ, ამ ღონისძიებებს სადეზინფექციო სამსახურებთან ხელშეკრულების გაფორმებით თავად აწარმოებენ.

თითოეული სკოლა დეზინფექციას რამდენჯერ აკეთებს და როგორ ეს ფინანსებზეა დამოკიდებული.

არის სკოლები, რომლებიც გამოყოფენ თანხებს და ნორმატივის მიხედვით ატარებენ პროცედურებს, ზოგიერთი კი საერთოდ ვერ სარგებლობს ამ მომსახურებით.

- საშუალოდ რა ხარჯებთანაა ეს პროცესი დაკავშირებული?

- ამ მხრივ არ არსებობს კონკრეტული ფასი, გადასახადი დამკვეთისა და შემსრულებლის მოლაპარაკების საფუძველზე რეგულირდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კონფერენციამ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და პედაგოგები  გააერთიანა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება