სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის გამარჯვებული გახდა
25-06-2018
-
+


დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის გამარჯვებული გახდა და მთავარი გარემოსდაცვითი პრემია მოიპოვა.

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსი უკვე წლებია ყველაზე მასშტაბური პროექტია საქართველოში. მისი მთავარი მიზანია მოსწავლეები გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში ჩაერთონ  და სკოლებმა  მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ითანამშრომლონ.

კონკურსის ფინალი ტყეების დაცვის მსოფლიო დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართა, სადაც ფინალისტმა ეკო–კლუბებმა თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.

ნიკო კეცხოველის მთავარი პრემია – პირველი ადგილი დაბა ლაითურის საჯარო სკოლამ მოიპოვა. მეორე ადგილი – მარადისის საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი -ოტობაიას სკოლამ.

ორგანიზაცია CENN–მა, რომელიც „ნიკო კეცხოველის პრემიის“ მთავარი ორგანიზატორია, გამარჯვებული მოსწავლეები ბრატისლავასა და ვენაში სასწავლო აკადემიით დაასაჩუქრა.

ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტი სლოვაკეთსა (ბრატისლავა) და ავსტრიაში (ვენა)ამ ორ ქვეყანაში არსებულ ორგანიზაციებთან მნიშვნელოვან და საინტერესო ვიზიტებს მოიცავდა, ასევე სხვადასხვა ექსკურსიასა თუ ტურებს გარემოს დაცვითი მიმართულებით. აკადემიაში მონაწილეობას საქართველოს 4 სკოლის 7 წარმომადგენელი იღებდა. სასწავლო ტურის ფარგლებში მონაწილეები  საქართველოს საელჩოებს ავსტრიასა და სლოვაკეთში, ორგანიზაციას „პარტნიორები დემოკრატიული განვითარებისთვის სლოვაკეთში“ (PDCS); CENN–ის პარტნიორსა და კეცხოველის პრემიის მთავარ დამფინანსებელს – „ავსტრიის განვითარების სააგენტოს„ ( Austrian Development Agency) და ორგანიზაცია ÖIR–ს (Austrian Institute for Regional Studies and Spatial Planning) ესტუმრნენ. 

შეხვედრებზე განხილული საკითხები გარემოსდაცვით და მდგრადი განვითარების მიმართულებებს და მნიშვნელოვან მახასიათებლებს ევროპულ კანონმდებლობაში მოიცავდა, რაც გარემოს მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

ავსტრიაში აკადემიის მონაწილეები იმ ახალგაზრდებს შეხვდნენ, რომლებიც ვენაში სწავლობენ და სხვადასხვა სფეროში  წარმატებას მიაღწიეს. მათ მოსწავლეებს გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად  ევროპული განათლების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება