სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღესასწაული მარტვილის N1 საჯარო სკოლაში 
07-05-2025
-
+


მარტვილის N1 საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება. ცხადია, სასკოლო საზოგადოება გამორჩეულად გამოეხმაურა დედაენის დღეს. 

ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა და მასშტაბური სახე მიიღო. კვირეულში მონაწილეობდნენ, როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. 

1-ელ და 1-ელ კლასებში გაიმართა აქტივობა - „მხიარული ანბანი“. მოსწავლეებმა ასოებისგან სიტყვები ააწყვეს. აქტივობა მათთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

მე-2 კლასში დედაენის დღე ღონისძიებით იზეიმეს. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა ქართულ ენას.

მე-3 კლასში ჩატარდა კლასის საათი - „მე მიყვარს ქართული ენა“. პედაგოგი მოსწავლეებს ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრა.

მე-3 კლასში გაიმართა ღონისძიება - „ჩვენი ენა ქართული“. პედაგოგი მოსწავლეებს ესაუბრა ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე. ბავშვებმა ნასწავლი ნაწარმოებები გაიხსენეს. 

მე-4 კლასის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს შესთავაზა კლასის საათი სახელწოდებით- „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!“

მე-4 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „ქართული ენა ქართველი ერის ერთიანი საერთო ენაა“. 

მე-5 კლასში მოეწყო ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსის“ განხილვა. 

მე-11 და მე-11 მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში მათთვის უცხო ლიტერატურა წაიკითხე და გააანალიზეს. 

მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის კი ვიქტორინა „ტაიმ აუტი“ გაიმართა.

15 აპრილს - მე-2 კლასში მოსწავლეთა წერითი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, პატარებმა ასევე წაიკითხეს უცნობი ტექსტები და რებუსები. 

ამავე დღეს, მე-3 კლასში გაიმართა სახალისო აქტივივობა - „ვინ უფრო ლამაზად? ვინ უფრო სწრაფად?“ აქტივობა გულისხმობდა ასო-ბგერების გაფერადებას და თანმიმდევრობით დალაგებას. 

მე-3-მე-4 კლასებში კი ამ დღეს კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. 

კვირეული 16 აპრილს არანაკლებ საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებითა თუ ღონისძიებებით გაგრძელდა. 

II კლასის მოსწავლეებმა ანდაზები დაასრულეს და გამოტოვებული ნაწილი შეავსეს. მეტად საინტერესო იყო აქტივობა - „სიტყვაში სიტყვის ამოცნობა“, ასევე გამოცანები, რომლებსაც ბრწყინვალედ გაართვეს თავი. 

მე-3 კლასში კი ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს, მოეწყო აქტივობა - „ვილაპარაკოთ ქართულად!“, ასევე, გამოიფინა მოსწავლეთა ნამუშევრები. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე იზეიმეს ღონისძიებით - „მოგზაურობა ქართული ენისა და ლიტერატურის სამყაროში“. 

მე-9 და მე-9 კლასების მოსწავლეებისთვის კი გაიმართა ვიქტორინა-ტესტირება - „ვინ უკეთ იცის ქართული ენა და მართლწერა“. 

17 აპრილს კი ღონისძიება დაგვირგვინდა 1-ელი - მე-6 კლასების მოსწავლეთა ერთობლივი ღონისძიებით „დედა-ენა ჩვენს წარმოსახვაში“. მე-10 კლასში კი გაიმართა შთამბეჭდავი ღონისძიება სახელწოდებით - „ვეფხისტყაოსანი და საქართველო“. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება