სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეჯლისი მეფე მზის კარზე“ - გუდაურის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლისა და მისი მოსწავლეების შთამბეჭდავი პროექტი ქველმოქმედებით დაგვირგვინდა 
06-05-2025
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.

მათ შორის აღსანიშნავია, შთამბეჭდავი პროექტი სახელწოდებით - „მეჯლისი მეფე მზის კარზე“, რომლის პრეზენტაციასაც მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი და საინტერესო ინსცენირება დადგეს. მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და XVII-XVIII საუკუნის საფრანგეთის მონარქთა ცხოვრება გააცოცხლეს. 

პროექტის შესახებ მისი ავტორი ისტორიის მასწავლებელი ნაირა აფციაური გვესაუბრა:

„ისტორიის სწავლების ხერხების გამრავალფეროვნების, მოტივაციის ამაღლებისა და სკოლაში შემოქმედებითი გარემოს შესაქმნელად ხშირად მივმართავ არაფორმალურ სწავლებას.

ამჯერად XVII-XVIII საუკუნის საფრანგეთით დავინტერესდით.  „მეჯლისი მეფე მზის კარზე“- ასეთი სათაურის ქვეშ ვიმუშავეთ პროექტზე.

ყველაზე მეტად მსიამოვნებს ის, რომ მოსწავლეების ინიციატივითვე პროექტის პრეზენტაცია ქველმოქმედებით დამთავრდა. ბილეთები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გავყიდეთ და შემოსული თანხა კი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადავრიცხეთ“,- გვეუბნება პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება