სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლაითურის საჯარო სკოლაში ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულებაზე იმსჯელეს
22-06-2018
-
+


დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ირმა თავართქილაძემ თემაზე - „ადამიანი და ბუნება“ ღია გაკვეთილი ჩაატარა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილზე მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას - „შვლის ნუკრის ნაამბობის“ შესახებ იმსჯელეს.

მუშაობის პროცესში მეხუთეკლასელებმა ზიგმუნდ ზალცმანის (ფელიქს ზალტენის) იმავე თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოები – „ბემბი“ წაიკითხეს. ორ ნაწარმოებს შორის პარალელები გაავლეს, ცხოველებთან და ბუნებასთან მიმართებაში ადამიანის დაუნდობლობაზე დისკუსია გამართეს და ანიმაციას უყურეს.

„საქართველოს წითელი წიგნის„ საფუძველზე, რომლის სასკოლო სივრცეში პოპულარიზაციაც „ნიკო კეცხოველის პრემიის“ ფარგლებში ეკოკლუბ „მწვანე თაობის“ უმნიშვნელოვანესი მიზანია, მოსწავლეებმა თავად შეადგინეს მსგავსი პუბლიკაცია: მოიძიეს ინფორმაცია, შექმნეს ილუსტრაციები და ადამიანებს წერილები მისწერეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება