სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საღინძილიის საჯარო სკოლამ 100 წლის იუბილე იზეიმა
22-06-2018
-
+


საღინძილიის საჯარო სკოლა 100 წლისაა. 

ამ იუბილესთან დაკავშირებით სკოლაში მრავალი ღონისძიება ჩატარდა. 

პროექტის „ციური სამყარო და ევგენი ხარაძე“ (პროექტის ხელმძღვანელი ფიზიკის პედაგოგი ნაილი კამკამიძე) ფარგლებში გაიმართა კონკურსი „ვინ გაფრინდება კოსმოსში“, რომელშიც VIII, IX და X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის გამარჯვებული გახდა VIII კლასის მოსწავლე ნიკა კიკნაძე.

სკოლაში მოეწყო სპორტული შეჯიბრი „ვინ უკეთ, ვინ სწრაფად“. ღონისძიება დაიგეგმა IX კლასის ხელმძღვანელის ინიციატივით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს VII, VIII და IX კლასელებმა. ბავშვებისაგან დაკომპლექტდა ორი გუნდი „ავაზა“ და „ყორნები“. შეჯიბრში „ყორნებმა“ გაიმარჯვეს. 

ღონისძიება „ანბანის სამეფოში“ დედა ენის დღეს მიეძღვნა. ღონისძიების ორგანიზატორი III კლასის  ხელმძღვანელი მაია კიკნაძე იყო. აღნიშნულ ღონისძიებაში I, II, III, IV და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, რომელიც ეძღვნებოდა იაკობ გოგებაშვილს, მხატვრულად წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოები და მათ შორის „ანბანთ ქება“, რომელიც ბავშვებმა საკმაოდ ორიგინალურად წარმოადგინეს.

რესპუბლიკის 100 წლისთვათან დაკავშირებით ისტორიის პედაგოგის ირმა ყრუაშვილის ინიციატივით XII კლასის მოსწავლემ ცოტნე ტაბატაძემ წაიკითხა ლექცია „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“. ღონისძიება მხატვრულად გააფორმა ამავე სკოლის პედაგოგმა აზა კიკნაძემ. სკოლის მოსწავლეებმა შესარულეს პატრიოტულ თემაზე ლექსები და სიმღერები.

„ეს დღე ჩვენია“ ასე ეწოდა ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ სკოლის დირექტორი ვარდო ჭიპაშვილი და ხელოვნების პედაგოგი დარეჯან გაბუნია. ღონისძიება საკმაოდ საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა. ბავშვები ხატავდნენ, მღეროდნენ, კითხულობდნენ მხატვრულად ლექსებს. ყველაზე სახალისო კი საჩუქარი აღმოჩნდა, რომელიც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა მამა გაბრიელმა გაუკეთა ბავშვებს. ის მოსწავლეებს ნაყინით გაუმასპინძლდა. 

კვირეულის დასკვნითი ღონისძიება 15 ივნისს ჩატარდა. ღონისძიება ქართული ენის წრემ „ცოდნის სამყარომ“ ჩაატარა. ღონისძიებას „მე დავიბადე დედამიწის სულ ციცქნა ბაღში და სიკვდილამდე ვეტრფი სამშობლოს“ პედაგოგი ეკატერინე კურტანიძე ხელმძღვანელობდა. ღონისძიებაში IV კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა საქართველოს ისტორიული წარსული, ტრადიციები და ადათ-წესები წარმოადგინეს. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება