სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გადამზადდნენ საჯარო სკოლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები“ - სახალხო დამცველის რეკომენდაცია განათლების სამინისტროს
12-04-2025
-
+


სახალხო დამცველი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, რომ საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტაროს. 

ომბუდსმენის  2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2024 წელს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით კვლავ არაერთი გამოწვევა გამოვლინდა, მათ შორის მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოიკვეთა ბავშვთა აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების რეალიზებასთან, ამ პროცესში მათი ძალადობისგან დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოიკვეთა.

ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, აღნიშნული პრობლემები უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას.

„ბავშვთა ძალადობისგან დაცვა მიმდინარე საანგარიშო წელსაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ძალადობის პრევენციის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საჭიროებს, ერთი მხრივ, ბავშვებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, პასუხისმგებელი უწყებებისადმი ნდობის ჩამოყალიბებასა და
ბავშვზე მორგებულ მიდგომას, რაც ძალადობის შემთხვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების აუცილებელი წინაპირობაა. ამას გარდა, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ძალადობის ფაქტების დროული გამოვლენა, კოორდინირებული, ინტერდისციპლინური მიდგომა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს სისტემური გაუმჯობესების აუცილებლობას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განკუთვნილი რეკომენდაციაა: გადამზადდნენ საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები დამასწავლებლები ბავშვთა გამოხატვის თავისუფლებისა და მისი რეალიზების თაობაზე, ასევე, ამ პროცესში ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ საგანმანათლებლო დაწესებულებათა როლის შესახებ“, - აღნიშნულია ანგარიშში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

მოსწავლეები გაეცნენ საინფორმაციო პოსტერებს, რომლებშიც თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი ყალბი და ნამდვილი ამბების ამოცნობის გზები

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება