სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანასკოლელის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს
21-06-2018
-
+


აღაიანის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „ქველმოქმედება ლამაზი სიტყვაა, ქმედება - კიდევ უფრო ლამაზი“ განხორციელდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი სკოლის მოსწავლის დასახმარებლად ჩატარდა.

„სკოლის მეოთხეკლასელ მოსწავლეს მარიამ ფეიქრიშვილს სახლი დაეწვა. ოჯახს სოფლის მცხოვრებლებიც და გამგეობაც მხარში ამოუდგა და მატერიალური დახმარება გაუწიეს, მაგრამ მარიამის თანაკლასელებმა მასწავლებლის შეთავაზება - გაემართათ საქველმოქმედო ღონისძიება და მარიამისთვის დამწვარი ფანდურის სამაგიერო ეყიდათ - დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს და მზადება დაიწყეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

სკოლის აღსაზრდელებმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს და აუქციონის წესით საკუთარი ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.

კონცერტში პირველი, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე ასევე სკოლის მომღერალთა გუნდმა, თამაზ დურგლიშვილის მონაწილეობით, იმღერა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება