სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განძის N2 საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა გარემოსდაცვითი პროექტი წარმოადგინეს
24-03-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე; მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოსდაცვით საკითხებს, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება.

ახლახან, განძის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც წარმატებით ეუფლებიან ქართულს, როგორც მეორე ენას, პედაგოგის, კარინე ჰარუთიუნიანის  ხელმძღვანელობით წარმოადგინეს საინტერესო პროექტი, რომლის მიზანიც გახლდათ ნარჩენების გადამუშავება და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეს, ბავშვებმა პლასტმასის ბოთლებისგან შექმნეს სხვადასხვა ნივთები, რითაც დაადასტურეს, რომ ნარჩენებს შეიძლება ახალი სიცოცხლე „ვაჩუქოთ“.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი პლაკატი: ერთზე დედამიწა დამწუხრებულია ნარჩენების გამო, მეორეზე კი – ბედნიერი, რადგან ბავშვებმა იპოვეს პრობლემის გადაჭრის გზა.

„ეს პროექტი არამარტო პრაქტიკული, არამედ საგანმანათლებლო მნიშვნელობისაც იყო, რადგან ბავშვებმა გააცნობიერეს გარემოს დაცვაზე ზრუნვის აუცილებლობა და გადამუშავების სარგებელი“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება