სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაფერი მათემატიკის შესახებ“ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მეცნიერებს უმასპინძლეს
04-03-2025
-
+


მათემატიკა ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მეცნიერების განვითარების საფუძველია, მისი ხარისხიანი სწავლება კი უმნიშვნელოვანესი. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეებს მათემატიკის სიყვარულს შთააგონებენ და საგნისადმი ინტერესის გასაზრდელად მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს მიმართავენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკის გამოყენებას ასწავლიან, საგანი კი ბავშვებისთვის სასიამოვნო და პრაქტიკულად გამოსადეგი გახდება, რაც მათ მოტივაციაზე აისახება. 

სწორედ ზემოთ აღნიშნულ მიზნებს ემსახურებოდა მათემატიკის კვირეული, რომელიც სკოლაში მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

სასკოლო კვირეულის ფარგლებში, სკოლა-გიმნაზიის ქართული ლიტერატურის კაბინეტში მათემატიკის მეცნიერებათა კათედრისა და მათემატიკის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით, გაიმართა საინტერესო შეხვედრა სახელწოდებით - „ყველაფერი მათემატიკის შესახებ“...

გიმნაზიას სტუმრობდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი რევაზ (ივერი) კაკუბავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების პროფესორი ოთარ ჭკადუა.

საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ბენია და მათემატიკის დოქტორანტი ნანი სალია.

სტუმრებმა ისაუბრეს მათემატიკური მეცნიერებების მნიშვნელობაზე, მის პოპულარიზაციაზე, ხაზი გაესვა იმას, რომ მოსწავლეების მომავალი პროფესიის არჩევა მნიშვნელოვანი ეტაპია ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან ის გავლენას ახდენს შემდგომ წლებში მათ პროფესიულ ცხოვრებაზე, განსაზღვრავს პროფესიული უნარ-ჩვევების ფორმირებისა და პროფესიულ სფეროში განვითარების შესაძლებლობებს.

სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს და მოუწოდეს მათ კიდევ უფრო მეტად დაინტერესდნენ მათემატიკის შესწავლით, რაც ხელს შეუწყობს აზროვნების განვითარებას. საუბარი შეეხო წარსულში, ქართული მათემატიკური სკოლის დიდ წარმატებებს, მათემატიკის სწავლების თანამედროვე გამოწვევებს, ხელოვნურ ინტელექტს.

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა მეცნიერებს სტუმრობისთვის და მომავალში, თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება