| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების დებულებაში ცვლილება შევიდა.
განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის ბრძანებით, რესურსცენტრის უფროსს უფლება ეძლევა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში რესურსცენტრის თანამშრომელი დანიშნოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების შესასრულებლად.
„რესურსცენტრის უფროსი რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო
სკოლებში, დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს
რესურსცენტრის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების განხორციელებას, რესურსცენტრს დაქვემდებარებული იმ საჯარო სკოლისათვის,
რომელსაც არ ჰყავს დანიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
ოფიცრის სამუშაო აღწერილობა და ანგარიშვალდებულების საკითხი განისაზღვრება
შესაბამისი სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით – ბრძანებით“, - ვკითხულობთ ბრძანებაში.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება