სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ევროპის ლექსიკოგრაფთა მე-17 საერთაშორისო კონგრესი თბილისში
07-09-2016
-
+


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო ლექსიკოგრაფიული კონგრესი გაიხსნა, რომელშიც მსოფლიოს 40 ქვეყანიდან 150 დელეგატი მონაწილეობს. 

დელეგატთა შორის არიან წამყვანი ლექსიკოგრაფები, გამომცემლები, მკვლევრები, პროგრამისტები და ზოგადად ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიით დაინტერესებული პირები. კონგრესის მონაწილეებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე მიესალმა.

საერთაშორისო კონგრესზე, მსოფლიოს 40 ენის შესახებ 100 მოხსენება იქნება წარმოდგენილი. კონგრესის პროგრამა მოიცავს საჯარო ლექციებსა და სექციურ სხდომებს სხვადასხვა თემაზე, კომპიუტერული პროგრამების პრეზენტაციას, დისკუსიას მრგვალ მაგიდასთან,  სპეციალიზებულ სემინარებს კონგრესის წინა  პერიოდში,  წიგნებისა და კომპიუტერული პროგრამების გამოფენას, აგრეთვე, კულტურულ პროგრამას კონგრესის მონაწილეთათვის.  

კონგრესზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ევროპელი მეცნიერები, პატრიკ ჰენქსი (დიდი ბრიტანეთი), რობერტ ილსონი (დიდი ბრიტანეთი), იოსტ გიპერტი (გერმანია), ჯეფრი უილიამსი (საფრანგეთი), პიუს ტენ ჰაკენი (ავსტრია). მრგვალი მაგიდის მოდერატორი იქნება ტიერი ფონტენელი (ბელგია, ევროპის კავშირის დაწესებულებათა მთარგმნელობითი ცენტრის ხელმძღვანელი).

თბილისის კონგრესის დევიზია „ლექსიკოგრაფია და ლინგვისტური მრავალფეროვნება,“ რაც მიუთითებს კონგრესის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, კერძოდ ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობის წარმოჩენას ლინგვისტური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. კონგრესის დევიზს კარგად ესადაგება ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი პროექტი - ოქსფორდის მსოფლიო ენები, რომლის პრეზენტაცია სწორედ კონგრესის გახსნის დღეს გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა. იგი წამყვანმა ევროპელმა ლექსიკოგრაფებმა და ლინგვისტებმა დააფუძნეს და შექმნეს საერთაშორისო კონგრესის შთამბეჭდავი მოდელი, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მაღალი სამეცნიერო დონით გამოირჩევა. 

16 კონგრესი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა, საქართველო კი არის  ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, სადაც ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესი გაიმართება.

ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესის მუშაობა 5 დღეს გაგრძელდება და 10 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება