სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სიყვარულით აღსავსე ღონისძიება და დედაშვილობის ნამდვილი დღესასწაული თბილისის N219 საჯარო სკოლაში
12-03-2025
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სითბოს, სიყვარულის, პატივისცემის გამოხატვას ასწავლიან. 

სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურებოდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა დედებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს უპირობო სიყვარული.

„დედა ყვავილს ჰგავს, ნაზ მინდვრის ყვავილს,

მაგრამ იაა ყველაზე მეტად, 

დედის გარეშე ცივია სახლი, 

რადგან თვით მზეა ამქვეყნად დედა!“- ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა ემოციური, თბილი და სიყვარულით აღსავსე  ღონისძიებას, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნანა გოგოჭურის ხელმძღვანელობითა და მე-5 და მე-6 კლასელების მონაწილეობით გაიმართა. 

„3 მარტი - ეს არის  სიმბოლური დღე  დედაშვილობისა, გრძნობისა, რომელსაც სამყაროში არასდროს ექნება დასასრული, რადგან ის მარადიულია.  ეს არის  დღე, რომელიც საშუალებას გვაძლევს  ხმამაღლა, საჯაროდ, მოვეფეროთ დედებს და მადლობა გადავუხადოთ უპირობო სიყვარულის, ზრუნვის, გათენებული ღამეებისა და  შვილებზე დაუსრულებელი ფიქრისთვის. დედაშვილობა მუდმივად გვარწმუნებს, რომ არ არსებობს გადაულახავი სიძნელეები და დაბრკოლებები.  დედა შვილისთვის მიწიერი ღმერთია სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!“,- აღინიშნა ღონისძიებაზე. 

მოსწავლეებმა არც პედაგოგები დაივიწყეს,  ისინი ხომ, გარკვეულწილად, მშობლის როლს ირგებენ  თავიანთი მოწაფეების მიმართ. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები, შეასრულეს სიმღერები დედაზე, ულამაზესი ცეკვითაც მიულოცეს და სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს. 

„ღონისძიება ემოციური გახლდათ. ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა როგორც მშობლები, ისე შვილები, დედაშვილობის სასიამოვნო  და საპასუხისმგებლო ტვირთზე, დედის როლის მნიშვნელობის გააზრებაზე. ვულოცავთ ყველა დედას ამ ულამაზეს დღესასწაულს და ბედნიერ, იმედიან ცხოვრებას ვუსურვებთ თავიანთ შვილებთან და ოჯახებთან ერთად!“,- აღიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:












კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება