სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად შევქმნათ ინკლუზიური საზოგადოება“-თბილისის N132 საჯარო სკოლამ გრანტი მოიპოვა
19-06-2018
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლამ საგრანტო კონკურსში „ერთად შევქმნათ ინკლუზიური საზოგადოება“ მონაწილეობა მიიღო, სადაც გრანტი მოიპოვა.

აღნიშნულით სკოლამ სხვადასხვა რესურსი შეიძინა.

ამ პროექტთან დაკავშირებით ღონისძიება „გზა ინკლუზიისაკენ მომავლის იმედით“ ჩატარდა.

საგრანტო პროექტის მიზანი იყო რესურს ოთახისთვის სასწავლო რესურსის შეძენა და მოსწავლეთა აკადემიური და ფიზიკური უნარების გაუმჯობესების მიზნით მათი გამოყენება. ამისათვის, სსსმ მოსწავლეების მონაწილეობით, პროექტის ფარგლებში შემდეგი აქტივობები განხორციელდა: შემოქმედებითი ღონისძიებები მოეწყო, სხვადასხვა თემატიკაზე  აპლიკაციები და ნახატები შეიქმნა, ბოულინგში სპორტული შეჯიბრი ჩატარდა, აუტიზმის მსოფლიო დღის აღსანიშნავად  ასფალტზე ხატვა მოეწყო, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ლენტები და კედლის გაზეთები შეიქმნა, აუტისტური სპექტრისა და დაუნის სინდრომის შესახებ კლუბის მოსწავლეებისა და დეკლამატორების მიერ საშუალო საფეხურის კლასების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში ასევე საჩვენებელი გაკვეთილი მოეწყო, სადაც შეძენილი რესურსები გამოიყენეს  (მაგ: ცხოველების და ფრინველების დაწყვილება, სულიერი და უსულო საგნების დასახელება და სორტირება, ხის ანბანით სიტყვების აწყობა და სხვა), რომელშიც სხვადასხვა კლასის თითო მოსწავლე ჩართული იყო სსსმ მოსწავლესთან ერთად. გარდა ამისა, მესამე კლასელებს შორის „მხიარული სტარტები“ მოეწყო, მათ მონაწილეობა ისეთ აქტივობებში მიიღეს, როგორებიცაა: კეგლის წაქცევა, კალათბურთის ფარში ბურთის ჩაგდება, სახტუნაოთი ხტუნაობა და ა.შ. პროექტის ბოლოს კი შემაჯამებელი ღონისძიება მოეწყო.

სკოლის დირექციის ცნობით, პროექტის ფარგლებში შეძენილი რესურსის მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა სპორტული, შემეცნებითი და სახვითი ღონისძიებები მრავალჯერადად ჩატარდეს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ინკლუზიური განათლების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება