სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

მოკლე ვიდეოების რეგულარულად ყურება თავის ტვინში რუხი ნივთიერების მოცულობას ამცირებს - კვლევა
22-02-2025
-
+


ჩინელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ მოკლე ვიდეოების სისტემატური ყურება თავის ტვინის მუშაობაზე ნეგატიურად აისახება. კვლევა ჟურნალ NeuroImage-ში გამოქვეყნდა. 

კვლევისთვის 17-დან 30 წლამდე ასაკის 111 სტუდენტი შეირჩა. არცერთ მონაწილეს ანამნეზში არ ჰქონდა ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული აშლილობა. ორი თვე, 95 წუთის განმავლობაში სტუდენტებს აჩვენებდნენ მოკლე ვიდეოებს სოციალური ქსელებიდან. ამის შემდეგ  კი მეცნიერებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით გამოიკვლიეს, როგორ აისახა კვლევის პროცესი მათ ჯანმრთელობაზე. 

კვლევის ბევრ მონაწილეს აღმოაჩნდა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა. სტუდენტების 30%-ს გაუუარესდა ძილი, 50% კი უძილობამ შეაწუხა. კვლევის მონაწილეებს ასევე დაუქვეითდათ კონცენტრაცია: მათ მხოლოდ 47 წამის განმავლობაში შეძლეს კონცენტრირება, მოსალოდნელი 2,5 წუთის ნაცვლად.

ექსპერიმენტის გამო, სტუდენტებს თავის ტვინის ორბიტოფრონტალურ ქერქში 2,3%-ით შეუმცირდათ რუხი ნივთიერების მოცულობა. როგორც მეცნიერები განმარტავენ, თავის ტვინის ეს ნაწილი გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი. 

კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოკლე ვიდეოების რეგულარულად ყურება იწვევს დამოკიდებულებას და მსგავსი კონტენტის შემცვლელი პლატფორმების უკონტროლო გამოყენებამდე მივყავართ. 

ასევე დაგაინტერესებთ - ჩინეთში მათემატიკის გაგება-გააზრების სირთულეებს სპეციალურ კლინიკაში აღმოფხვრიან


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება