სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

ჩინეთში მათემატიკის გაგება-გააზრების სირთულეებს სპეციალურ კლინიკაში აღმოფხვრიან
09-02-2025
-
+


შანხაის საბავშვო სამედიცინო ცენტრმა ახალი კლინიკა გახსნა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს, რომელთაც მათემატიკის შესწავლისა და გაგების სირთულეები აქვთ. ამის შესახებ South China Morning Post წერს.

მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ექიმები გამოიყენებენ, კომპლექსურ საშუალებებს, მათ შორის მედიკამენტებს. კლინიკასთან თანამშრომლობს შანხაის Jiao Tong University-ი​ ფსიქოლოგიის და ქცევითი მეცნიერებების ინსტიტუტი.

ფსიქიატრებისა და სამედიცინო ცენტრის სხვა თანამშომლებისგან შემდგარი გუნდი თვლის, რომ მათემატიკური ამოცანების (პირველ რიგში გეომეტრიაში) ამოხსნის უნარში წამყვან როლს სივრცითი აზროვნება თამაშობს.

ისინი ეყრდნობიან კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ გეომეტრიის შემეცნების პრობლემების მქონე ადამიანებს აქვთ შემცირებული აქტივობა ტვინის პარიეტალურ წილში, რაც დაკავშირებულია სივრცით აზროვნებასთან.

იმედოვნებენ, რომ კლინიკაში შეძლებენ დაეხმარონ მოსწავლეებს, რომელებიც თავს ვერ ართმევენ გეომეტრიას და სხვა სივრცულ ამოცანებს მათემატიკაში, ასევე, ისეთ რთულ ცნებებს, როგორიცაა მაგნიტური და ელექტრული ველები ფიზიკაში, მოლეკულური სტრუქტურები და ქიმიური რეაქციები ქიმიაში. პაციენტებს ჰპირდებიან გულმოდგინე გამოკვლევას, ხოლო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კლინიკა მათ სთავაზობს კომპლექსურ სტრატეგიას, რომელიც მოიცავს მათ შორის მოსწავლეთა მშობლების გადამზადებას და, ზოგიერთ შემთხვევაში, წამლების მიღებას. ექიმებზე დაყრდნობით, გამოცემა China Daily იტყობინება, რომ ბავშვებს, მაგალითად, უნიშნავენ სივრცული აზროვნების და ფიზიკური ვარჯიშების კომბინაციას.

კლინიკაში ვიზიტის ფასი 316 იუანია (დაახლოებით 124.00 ლარი), ამასთან ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. რადგან, შესაძლოა, არა მხოლოდ მოსწავლეებს არამედ ზრდასრულებსაც ჰქონდეთ აღნიშნული პრობლემა. 

თუმცა, იდეის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ მათემატიკასთან დაკავშირებული სირთულეების მიზეზები ყოველთვის სამედიცინო ხასიათის არ არის. მათი თქმით, ნაკლებსავარაუდოა, რომ კლინიკის მიერ შეთავაზებული მიდგომა უკეთ სწავლაში დაეხმარება მათ, ვისაც საგანი უბრალოდ არ აინტერესებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება