სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კახეთში სასწავლო ექსკურსია მოაწყვეს
19-06-2018
-
+


დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა კახეთში სასწავლო ექსკურსია მოაწყვეს.

მათ აკაკი წერეთლის ,,თორნიკე ერისთავის" შესწავლისას გაუჩნდათ სურვილი ბოდბის მონასტერში კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის ასლი ენახათ და წმინდა ნინოს გზა "ჟალეთიდან - ბოდბემდე" მათაც გაევლოთ.

მარშრუტიც შესაბამისი შედგა: ჟალეთი-უჯარმის ციხე-ნინოწმინდა-ბოდბე.

მოსწავლეები მირზაანში ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ; ფიროსმანის ეზოში კი თემაზე „ადმიანებს სიყვარული რომ შეეძლოთ..." ესეების კონკურსი მოაწყვეს, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მშობლები და მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ.

ბოლოს, გომბორის უღელტეხილის ყველაზე მაღალ და ლამაზ ადგილას გაჩერდნენ და ნამუშევრები შეაფასეს. მოსწავლეებმა ვაჟა ფშაველას „კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა“ კიდევ  წაიკითხეს. 

კონკურსის მონაწილენი დასაჩუქრდნენ კიდეც. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება