სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის №5 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს გზა დაულოცეს
19-06-2018
-
+


ახალციხის №5 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სკოლას საუკეთესო დღესასწაულები აჩუქეს. 

კერძოდ, ანბანის შესწავლასთან დაკავშირებით პირველი კლასის თითოეულმა ხელმძღვანელმა საზოგადოებას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ დედაენის სიყვარულითა და პატივისცემით გაჟღენთილი  ღონისძიებები წარმოუდგინეს. 

თითოეული პირველი კლასის ღონისძიებას თავისი სლოგანი ჰქონდა: ,,ტაძარში ერთი ღმერთია-ენაი ქართული“ (კლასის ხელმძღვანელი ციალა ასპანიძე);  ,,შენი ფრთები წიგნებია-ისინი აგაფრენენ მაღლა“ (კლასის ხელმძღვანელი ლია კაველიძე);  ,,დედაენის მეჯლისი“ (კლასის ხელმძღვანელი მაია შველიძე); ,,სამშობლო ანიდან ჰოემდე ჩვენია“ (კლასის ხელმძღვანელი ლალი სოლომონიძე).

თითოეულ ღონისძიებას ორიგინალური დეკორაციები ამშვენებდა, პატარების მომხიბლავი ჩაცმულობა ისედაც ამაღელვებელ და ემოციებით სავსე ატმოსფეროს განსაკუთრებულ ელფერსა და ხიბლს  სძენდა.  

ბავშვები გაბრწყინებული სახეებითა და ანთებული თვალებით მსმენელს ერთი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებით შესწავლილი ანბანის სიყვარულს უხვად  უზიარებდნენ,  მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ლექსებს უძღვნიდნენ. 

ღონისძიებებს  სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

მათ ბედნიერ და მხიარულ პატარებს გზა დაულოცეს და ცოდნის უკიდეგანო სამყაროში დიდი წარმატება უსურვეს.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება