სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მუსიკალური საღამო გაიმართა
19-06-2018
-
+


ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლის ლალი ქათამაძის თაოსნობით მუსიკალური საღამო გაიმართა. 

სტუდიის მოსწავლეებმა მაყურებელს არაერთი საინტერესო და სახალისო მუსიკალური ნომერი წარუდგინეს. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო მინიატურული დადგმები.დამსწრე საზოგადოება მოსწავლეების სამსახიობო ნიჭმა აღაფრთოვანა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საღამო სკოლაში არსებული სტუდიის ერთგვარ საანგარიშო ღონისძიებას წარმოადგენდა. 

„სკოლაში უკვე ერთი წელია მუსიკალური სტუდია ფუნქციონირებს, სადაც მოსწავლეები თანამედროვე მუსიკას ეცნობიან და სწავლობენ. სტუდიის აღსაზრდელები არაერთ კონკურსში მონაწილობდნენ და გაიმარჯვეს კიდეც“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ღონისძიების მსვლელობისას სტუდიის სახელთან დაკავშირებით დარბაზში გამოკითვა ჩატარდა.

ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ სტუდიას „ცისარტყელა“ ერქმევა.

ღონისძიებას სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული, ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორი მურმან გორგოშაძე ესწრებოდა. 

მურმან გორგოშაძემ მოსწავლეებს სტუდიის წარმატება მიულოცა, წარმოდგენა მოიწონა და წარმატება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება