სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შიდა ქართლის სასკოლო ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
18-06-2018
-
+


ზერტის საჯარო სკოლის II -VI კლასების მოსწავლეები შიდა ქართლის სასკოლო ოლიმპიადაში- „განთიადი“ მონაწილეობდნენ. 

ოლიმპიადა ორ ტურად, ერდროულად ორ საგანში ქართულსა და მათემატიკაში, გუნდური  მეთოდით ჩატარდა. ოლიმპიადის დევიზი იყო - „ვართ ერთად, ვაღწევთ წარმატებას!“.

სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს. მონაწილეებს და მათ მასწავლებლებს სიგელები გადაეცათ. 

„მართალია საპრიზო ადგილები ვერ მოიპოვეს, მაგრამ დიდი მოტივაცია და ინტერესი გაუჩნდათ ამ ოლიმპიადის მიმართ და გულისფანცქალით ელოდებიან „განთიადის“ შემოდგომის სეზონს. ამასთან, ოლიმპიადა უფრო საინტერესო იმის გამო იყო, რომ მონაწილეები ერთდროულად ორ საგანში გუნდური პრინციპით მუშაობდნენ, ეს კი მოსწავლეებს იმ უნარ-ჩვევებს უვითარებს, რაც აუცილებელია მომავალი თაობისათვის. დიდი მადლობა  ამ ოლიმპიადის მესვეურებს, იდეისა და პროექტის ავტორებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება