სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ციხესულორის საჯარო სკოლაში „ანბანის გაცილება“ ჩატარდა
18-06-2018
-
+


ციხესულორის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ ჩატარდა.

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი მანანა გელაშვილი ხელმძღვანელობდა. 

პირველი კლასის დამთავრება მარიამ ბანძავამ, სოფია სილაგაძემ, ლიზი კახაძემ, ქრისტინე ხურციძემ, ლუკა ბელთაძემ იზეიმეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეთა სიმცირის გამო ღონისძიებაში მე-2, მე-3 და მე-4 კლასელები ჩაერთვნენ. 

„ლამაზად გაფორმებულ დარბაზის კედელი იაკობ გოგებაშვილის პორტრეტითა და მისივე ანბანით იყო მორთული. საპატიო ადგილზე იდო -  „დედა ენა“. პატარების ყოველი გამოსვლა - ლექსი, სიმღერა თუ ინსცენირება დედა ენას და მის შემომქმედს იაკობ გოგებაშვილს ეძღვნებოდა. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ლექსის თქმაში, სიმღერასა და ცეკვაში, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ანბანის შექმნისა და დალაგების ისტორია, რომელიც ინსცენირებით წარმოადგინეს. მოზარდებმა ლექსები მათემატიკურ ციფრებსაც მიუძღვნეს და „ციფრების საუბარი“ წარმოადგინეს “,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ღონისძიების მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვით ქორეოგრაფ მალხაზ ქიმუცაძეს და მუსიკის მასწავლებელს მაია თოდრიას.

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა ნატო ჩახუნაშვილმა აღსაზრდელებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დასაპყრობა უსურვა. 

ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები - სოფლის გამგებელი შოთა დიასამიძე, სოფლის დეპუტატი შოთა გიორგაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება