| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები სკოლის დირექტორის, ლალი მელივას, მოძღვრის სპირიდონ მუმლაძისა და კატეხიზმოს მასწავლებლის ინიციატივით, თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერს ესტუმრნენ.
ისინი მონასტერში წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს იმყოფებოდნენ.
„ეს განსაკუთრებული დღე მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა სულიერი ზრდისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დღის განმავლობაში მოსწავლეებმა შეძლეს დასწრებოდნენ სადღესასწაულო წირვას, მოესმინათ მოძღვრის ქადაგება და მიეღოთ წმინდა ზიარება. ყოველივე ეს, არა მხოლოდ რელიგიური, არამედ სულიერი გზავნილებით სავსე გამოცდილება გახდა.
მოძღვრის ქადაგება შეეხებოდა წმინდა ბარბარეს ცხოვრებასა და მოწამეობრივ ღვაწლს, რომელიც თავდადებისა და რწმენის სიმბოლოდ გვევლინება.
„სწავლა-აღზრდის პროცესში ასეთი დღეები განსაკუთრებული როლს თამაშობს. მოსწავლეებმა გაიაზრეს რწმენის, სიყვარულისა და სიკეთის მნიშვნელობა. წმინდა ბარბარეს ცხოვრება გვახსენებს, რომ შინაგანი სიმტკიცე და სულიერი სიმაღლეები არის ჩვენი ყოფიერების ძირითადი ღირებულებები.
ასეთი დღეები ხელს უწყობს ახალგაზრდებს, შეიმეცნონ რწმენის სიღრმე და მისი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ხოლო მონასტერში ვიზიტი კიდევ უფრო ამდიდრებს მათ გამოცდილებას, აკავშირებს მათ ეროვნული და რელიგიური ტრადიციებთან“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
გვჯერა, თქვენი ცოდნა კიდევ ბევრ თაობას გაუკაფავს გზას უკეთესი მომავლისკენ