| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საშობაო-საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.
ახლახან, გიმნაზიის IVა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) გამართეს ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიცია - „საშობაო ზღაპარი“.
მოსწავლეებმა, კომპოზიციის მეორე ნაწილში, ინგლისურად წარმოადგინეს საშობაო სიმღერა და სიმბოლოები, რითაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნეს მაღალ, პროფესიულ დონეზე მომზადებული სააშობაო-საახალწლო ღონისძიება (ინგლისურის ენის პედაგოგი ნათია მიქაძე).
გიმნაზიის პედაგოგებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, საშობაო საახალწლო წარმოდგენას ესწრებოდნენ: გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექტორის მოადგილე, სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, ხელოვნების სკოლის დირექტორი - ნანა (ციცინო) ანთაძე, ხელოვნების სკოლის მენეჯერები - თამილა ფოლადიშვილი და ნინო ცეცხლაძე.
ღონისძიების დასასრულს, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს, ინგლისური ენის პედაგოგს და მოსწავლეებს საინტერესო წარმოდგენისათვის, ასევე მშობლებს მხარდაჭერისა და ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ