სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატარა სამსარის საჯარო სკოლის მე-10 კლასელთა შემეცნებითი პრეზენტაციები და მე-11 კლასელთა ბიზნესიდეები სამოქალაქო განათლების შთამბეჭდავ გაკვეთილზე
13-12-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სანტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, სამოქალაქო განათლების ფარგლებში, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს. 

მე-10 კლასის მოსწავლეებს არჩეული ჰქონდათ თემები: „საქართველოს მოქალაქე“ და „გლობალური მოქალაქე“, მე-11 კლასის მოსწავლეებმა კი წარადგინეს ბიზნესიდეები.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას მშობლებიც ესწრებოდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეების არჩეული თემები საკუთარ და სოფლის მოსახლეობის ინტერესებს ერგებოდა.

მოსწავლე ბეგლარ ხაჩატრიანს არჩეული ჰქონდა ბიზნესპროექტი სახელწოდებით - „ტაქსი სამსარ“, როგორც პრეზენტაციის დროს გამოვლინდა იგი აღნიშნული პროექტით აჩვენებს სოფლის მომსახურების საჭიროებას ამ მიმართულებით.

ლალა თათოსიანმა ხაზი გაუსვა სკოლაში სასადილოს არსებობის აუცილებლობას და სოფელში სწრაფი კვების ობიექტის პრეზენტაცია გააკეთა, მან იმედოვნა რომ მისი ბიზნესიდეა ოდესმე განხორციელდება.

საინტერესო იყო ასევე ანნა ხაჩატრიანის პრეზენტაცია. ანნას პრეზენტაცია გამორჩეოდა იმით, რომ მან არა მომავალში განსახორციელებელ ბიზნესიდეას არამედ გამორჩეული ხელნაკეთი აქსესუარების პრეზენტაცია გააკეთა, სადაც ნაჩვენებია თავისი ხელით მომზადებულ პროდუქცია.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ახალგაზრდა გოგონას სურვილი აქვს მომავალში საკუთარი ბრენდის - Crystal-bags სახელით წარადგინოს არაჩვეულებრივი ხელნაკეთები.

ლამაზი და საინტერესო იდეებით სავსე პრეზენტაციები გააკეთეს ასევე სუსანნა ნაჰაპეტიანმა და რიტა მანუკიანმა. ისინი კი საკუთარი ბრენდები შექმნეს. სუსანნამ წარადგინა ბრენდი - SUSITO. მისი თქმით აღნიშნული ბრენდი გამოირჩევა ტანსაცმლის კოლექციებით და უნიკალური შეფუთვით, სინამდვილეშიც შეფუთვა ძალიან უნიკალური იყო. რიტამ კი წარადგინა საკუთარი ბრენდი - RITA BEAUTY, რომელიც აწარმოებს თავის მოვლის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდა განურჩეველი ლოგო საკუთარი ბრენდისთვის.

პრეზენტაციებს, მასწავლებელი ლუსია კურგინიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება