სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტუნაძეების საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მუნიციპალური საფრენბურთო  პირველობის გამარჯვებულია
13-12-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის ნიჭიერ, მოტივირებულ მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოებისთვის სიამაყის მიზეზი არაერთხელ მიუციათ. 

ამჯერადაც, სკოლაში სასიამოვნო სიახლეა. 

2024 წლის 11 დეკემბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2024-2025 წლების ფარგლებში, ხულოს რესურსცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, დაბა ხულოს საჯარო სკოლის ბაზაზე ფრენბურთში გოგონათა მუნიციპალური თამაშები ჩატარდა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ გოგონათა გუნდები ხულოს საჯარო და კერძო სკოლებიდან.

დაძაბული და შთამბეჭდავი თამაშების შედეგად, მუნიციპალური პირველობის გამარჯვებული ტუნაძეების საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ყველა თამაშში უპირატესობა აჩვენა.

ოლიმპიადის შემდეგ, სკოლაში, საზეიმო ვითარებაში, ტუნაძეების საჯარო სკოლის გამარჯვებულ გოგონათა გუნდის წევრებს თასი, სიგელები და მედლები გადაეცათ, რაც მათი მონდომებისა და შრომის დაფასების სიმბოლოა.

„ტუნაძეების საჯარო სკოლის გუნდის ტრიუმფი! ოლიმპიადა გამორჩეული იყო სპორტული სულისკვეთებითა და გუნდური ერთიანობით.

გულწრფელად ვულოცავთ ტუნაძეების საჯარო სკოლის გუნდს ამ შესანიშნავ წარმატებას!

თქვენ დაამტკიცეთ, რომ შრომა, მონდომება და გუნდური სულისკვეთება წარმატების მიღწევის მთავარი ძალაა. ეს გამარჯვება მხოლოდ თქვენი გუნდის კი არა, მთლიანი სკოლის საამაყო შედეგია. გისურვებთ, რომ მომავალშიც არაერთხელ გვასახელოთ თქვენი წარმატებებით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება