სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ანა - ქართული პოეზიის დედოფალი“ - ერკეთის საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის 100 წლის იუბილეს კვირეული მიეძღვნა
12-12-2024
-
+


15 დეკემბერი ანა კალანდაძის დაბადების დღეა. წელს ქართული პოეზიის დედოფლის დაბადებიდან 100 წელი გადის. ეს გამორჩეული თარიღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

პოეტ ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს სკოლაში კვირეული - „ანა - ქართული პოეზიის დედოფალი“ მიეძღვნა.

კვირეულის განმავლობაში მოსწავლეებმა ზეპირად შეისწავლეს პოეტის ლექსები და მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები, დახატეს როგორც ანას, ასევე მისი გმირების პორტრეტები, მოაწყვეს ნახატების გამოფენა. დაწერეს წერილები და გამოუშვეს კედლის გაზეთის საიუბილეო ნომერი. ასევე ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი.

10 დეკემბერს საიუბილეო პრეზენტაციაზე მოიწვიეს სასკოლო საზოგადოების, თემის, საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენლები. აქ მოსწავლეებმა გამოავლინეს პოეტის ლექსების გამომეტყველებითი კითხვის, სიმღერების შესრულების საუკეთესო უნარები. შექმნეს საინტერესო სცენური სახეები ანას საოცარი პოეზიის მიხედვით.

„შენ ხომ მარადის ჩვიდმეტი წლის ხარ“,- ეს სიტყვები გასდევდა ღონისძიებას ლაიტმოტივად და საზოგადოებას ახსენებდა პოეტის შემოქმედების უკვდავებას.

ცნობილი ქართველი პოეტი ანა კალანდაძე 1924 წლის 15 დეკემბერს დაიბადა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება