| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, იქ საბავშვო მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღნიშნეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მესამე კლასში მწერლის იუბილეზე ნაწარმოებების განხილვა ტრადიციად იქცა.
ამჯერად კი, დამრიგებლისა და ხელოვნების მასწავლებლის ორგანიზებით, „პეპი გრძელწინდას“ საღამო ჩატარდა. მთელმა კლასმა წაიკითხა და დაამუშავა ნაწარმოები, რომელიც ყველა ბავშვისთვის საყვარელ თავგადასავლად რჩება.
ბავშვებმა საყვარელი ეპიზოდები სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს, მოირგეს პერსონაჟის როლები და მოაწყვეს გამოფენა.
ღონისძიების ბოლოს, დამრიგებელმა და ხელოვნების მასწავლებელმა ბავშვებს მოტივაციისთვის სიგელები გადასცეს.
„ღონისძიება იყო იყო ინტეგრირებული ხელოვნებასთან, ჩატარდა სახალისო ვიქტორინა. მადლობა ბავშვებს, მშობლებს, სკოლას ღონისძიების მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა ანდრია კახიანს, ვილა-ვილეკულას შექმნისთვის. მადლობა თიკუნა დიასამიძესა და ეკა ფილფანს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ