| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი სავსეა საგანმანათლებლო თავგადასავლებით, საზეიმო ღონისძიებებითა და სახალისო აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ნოემბრის მიწურულს, პირველკლასელებმა დამრიგებლის - ციალა კაპანაძის ხელმძღვანელობით გვიანი ნაირფერი შემოდგომა გააცილეს.
პატარებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს და შემოდგომის მშვენიერებას ხოტბა შეასხეს.
„ჩურჩხელა, ჩუუურჩხელაააა, აბა კარგი ჩუურჩხელააა....“ „რატომ გვიყვარს შემოდგომა ყველას, დიდს თუ პატარას?.....“ „არ არსებობს უკეთესი სილამაზე....“ „ჩვენს ბედნიერ შემოდგომას გაუმარჯოოს....„რა კარგიააა, ერთად ამოვავლებთ გემრიელ ჩურჩხელეეეებს....“ - ისმოდა კლასში მოსწავლეთა ყიჟინა.
პატარებმა მართლაც ამოავლეს ჩურჩხელები და კიდევ ერთხელ გაითავისეს თუ რაოდენ ბარაქიანია შემოდგომა ჩვენს ქვეყანაში.
„მრავალი ბედნიერი შემოდგომა გაჩუქოთ უფალმა ჩემო პატარებო“,- ამ სიტყვებით დალოცა მოწაფეები პედაგოგმა და უამრავ დაუვიწყარ სასწავლო დღეს დაჰპირდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ