სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უსახელოს საჯარო სკოლაში ბულინგის შესახებ ისაუბრეს
15-06-2018
-
+


უსახელოს საჯარო საშუალო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მანანა პაპიძემ სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებისათვის ბულინგთან დაკავშირებულ  საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას. 

პედაგოგმა ისაუბრა ბულინგის სხვადასხვა სახეებზე და მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ სახეობაზე, კიბერ-ბულინგზე.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ენახათ პრეზენტაცია და ვილბერ ჯეიკობსის ფილმი „რომი“. 

ფილმში აღწერილია 12 წლის ჭარბწონიანი გოგონას რომის ისტორია, რომელსაც თავისი ჭარბი წონის გამო თანატოლები დასცინიან. 

ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხზე და ემპათიის უნარის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების ბოლოს მათ პლაკატი დაამზადეს, რომელიც სკოლაში გამოაკრეს. 

მსგავსი ღონისძიება ჩატარდა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებითაც. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება