ითხვისის N2 საჯარო სკოლაში მხარეთმცოდნეობის კლუბი ფუნქციონირებს
ითხვისის N2 საჯარო სკოლაში მხარეთმცოდნეობის კლუბი ფუნქციონირებს.
კლუბის წევრებმა სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა დაგეგმეს და განახორციელეს.
სკოლის აღსაზრდელებმა და მასწავლებლებმა სოფლის ტერიტორიაზე არსებული ძველი ნაქალაქარი მოინახულეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და სკოლაში სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები