| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების მხარდაჭერასა და წახალისებას, რომ აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში და საერთაშორისო ასპარეზზეც საინტერესო იდეებით წარდგნენ.
ამჯერად, მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში - „ვეცნობით ერთმანეთის კულტურას - გზა გლობალური მოქალაქეობისაკენ“, მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები ინგლისური ენის მასწავლებლის, თამუნა შანავას დახმარებით, გაეცნენ პროექტში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან (13 ქვეყანა) თანატოლების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას თავიანთი ქვეყნების ისტორიისა და სახელმწიფო ენების შესახებ (პროექტის გეგმით, ოქტომბის თემა იყო: „ჩემი ქვეყნის მოკლე ისტორია, სახელმწიფო ენა/ენები“).
პროექტის მონაწილეებმა იმსჯელეს ნოემბერში განსახორციელებელ აქტივობაზე და შეთანხმდნენ, რომ თემაზე - „ჩემი ქვეყნის წეს-ჩვეულება (ადათ-წესები), ფოლკლორი და მითოლოგია“, წარადგენდნენ 3 პრეზენტაციას.
პრეზენტაციის თემები კი გახლავთ:
1. „ქართული წეს-ჩვეულება (ადათ-წესები)“;
2. „ქართული ფოლკლორი“;
3. „ქართული მითოლოგია“.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ