| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლაში პროექტ- გაკვეთილების კვირეული, რომელშიც სკოლის ყველა კათედრაა ჩართული, წარმატებით გრძელდება. eTwinning-ის პროექტში - „ტოლერანტი თაობა“ სასკოლო საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები და პოსტერები მოამზადეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა და ინტერესი გამოავლინეს.
პროექტის ხელმძღვანელი ნინო გოდერძიშვილი გახლავთ. პროექტის გუნდი კი, მასწავლებლები - სოფიო ჟღენტი, ნანა ნებიერიძე, ირინე კვანტრიშვილი, მზექალა ღიბრაძე და ყველა საფეხურის მოსწავლე არიან.
„სკოლის პედაგოგებს გააზრებული აქვთ პროექტული სწავლების სარგებელი და აქტიურად არიან ჩართული eTwinning პლატფორმაზე განხორციელებულ პროექტებში. ამჟამად, ჩართული არიან პროექტში „ტოლერანტი თაობა“.
eTwinning ეყრდნობა მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას და ხელს უწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარების განვითარებას, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უნარები. ამ პროგრამის ძლიერი მხარეა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და ონლაინ თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება.
წარმატებები პროექტს და პროექტის ყველა წევრს! მადლობა მოსწავლეებსა და პედაგოგებს, გაწეული შრომისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება