| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ამჯერად, სკოლისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე, საშუალო საფეხურის მოსწავლეები პროექტის - „უფლებათა სკოლა“ ტრენინგს დაესწრნენ.
ტრენინგი ეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციისა და ბავშვთა უფლებების საკითხებს.
რამდენიმესაათიანი კომპლექსური შეხვედრის შედეგად, მოსწავლეები გაეცნენ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხების აქტუალურობას, სამართლებრივ ნორმებს.
„მათ ასევე, ამოხსნეს კაზუსები და საბოლოო ჯამში აიმაღლეს ცნობიერება და შეიძინეს ახალი ქმედითი კომპეტენციები“, - ამბობენ სკოლაში.
სკოლა მადლობას უხდის იუსტიციის სასწავლო ცენტრს აღნიშნული შესაძლებლობისთვის.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა