| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი ახლოვდება.
სულ მალე, 26 ივნისს, რუსთაველის თეატრში „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
2016-2017 სასწავლო წელს ბათუმში გამართულ ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალზე მთელი საქართველოდან 83 გამორჩეული ახალგაზრდა მონაწილეობდა.
პირველობისთვის ბრძოლა დაძაბული აღმოჩნდა. პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს, თანაბარი 90-90 ქულა ჰქონდა. ყველაფერი სისწრაფემ გადაწყვიტა.
მე-3 ადგილის მფლობელი 90 ქულით, 93.71 წამში ზედა ვანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე შოთა ჩახუნაშვილი გახდა.
Etaloni.ge დაინტერესდა, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში „ეტალონში“ მონაწილეობის შემდეგ და რას ურჩევს ის ახლანდელ ფინალისტებს:
„ეტალონმა ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, ქუჩაში ხალხი მცნობს და მილოცავს ამ წარმატებას. მეც მეტი სტიმული მომეცა, რომ კარგად ვისწავლო და უკეთესი ვიყო. პროექტმა საკუთარ ძალებში დამარწმუნა და ჩემი სუსტი მხარეებიც დამანახა. ჩემპიონატში მონაწილეობამდე ძალიან ნელი ვიყავი, ფინალზეც დიდი დრო დამჭირდა პასუხების გასაცემად, ახლა ამ თვისების განვითარებაზე ვმუშაობ და ვცდილობ, უფრო სხარტი გავხდე“.
მიღწეული წარმატებისთვის „ვანის ეტალონ მოსწავლეს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა, ხოლო კომპანია „გზამ“ - 4000 ლარიანი ფულადი პრიზი.
„თანხის ნაწილით მეგობრებთან ერთად აღვნიშნე „ეტალონში“ მოპოვებული წარმატება, დანარჩენი კი ბანკში შევიტანე და მომავალი განათლებისთვის დავაბანდე. საერთაშორისო ურთიერთობებზე ვფიქრობ ჩაბარებას, სიამოვნებით ვიქნები ელჩი.“
შოთა ჩახუნაშვილი თავის გამოცდილებას წლევანდელ ფინალისტებს უზიარებს:
„მაქსიმალურად უნდა კონცენტრირდნენ კითხვებზე, არ ინერვიულონ და იყვნენ სხარტები. რა თქმა უნდა, ფინალამდე ბევრი უნდა იკითხონ და იმეცადინონ.
ვუსურვებ, რომ იყვნენ წარმატებულები, წარმატება ხომ რჩეულთა ხვედრია.“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა